Google+

სიახლეები

10.03.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმროში

სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმროში "შერატონ მეტეხი პალასი" საუკეთესო ფერმერი, ექსპორტიორი, მცირე და საშუალო მეწარმე დააჯილდოვეს. "შერატონში" შეკრებილ მეწარმეებს მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

"მინდა მივესალმო საქართველოს საშუალო და მცირე საწარმოების წარმომადგენლებს!

მივესალმო მთავარ იმედს, საქართველოში დასაქმებულ და დასასაქმებელ თითოეულ ქართული ოჯახს!

იმ მეწარმეებმა, ვინც აქ იმყოფებით, შექმენით 4000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

ეს ის კონკრეტული ხალხია, რომლებმაც შეიძინეს მომავლის იმედი.

მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანმა შეიძინა სიმდიდრე.

კარგად ვიცი რას ნიშნავს შრომა, თუნდაც "უნის ტილში", რომელიც მე დავაჯილდოვე და რომელიც კერავს" უნი" ფორმებს, სადაც დასაქმებულია 86 ქალბატონი. ვიცი, რა მძიმე შრომაა იქ ყოფნა.

მე ვიყავი იქ ორი წლის წინ, როდესაც ეს საწარმო გაიხსნა.

ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ბათუმში "ტექსტილის" სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობა, სადაც ხელფასი 100 ლარია.

ასი ლარით ბათუმში, სადაც ჩვენ ვაშენებთ ხუთ ვარსკვალავიან სასტუმროს, რომელიმე რესტორანში რომ შეხვიდე, შეიძლება მხოლოდ ყავაზე და ბუტერბროდზე გეყოს მხოლოდ. მათთვის კი, ეს მთელი თვის ხელფასია.

ეს მათთვის ერთადერთი წყაროა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სამედიცინო ჩარევა რომ დასჭირდეთ, ეს ხელფასი ნამდვილად არ ეყოფათ.

მათ ეს ხელფასი რაიმე განსაკუთრებულზე ნამდვილად არ ეყოფათ.

მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ეს კონკრეტული ხალხი დასაქმებულია და ჩვენს საზოგადოებაში თვიდან თვემდე სოციალური ფუნქცია აქვს.

დღეს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია, არის სიტუაცია, როდესაც მსოფლიო ოკეანეში დიდი ქარიშხალია.

ჩვენ ვართ პატარა ნავი, რომლის გარშემო არიან დიდი გემები,ზოგიერთი დიდი გემები კი, უბრალოდ იძირება.

მაგრამ პატარა ნავი, დიდი გემებისაგან განსხვავებით, თუ სწორად იმართება და კარგად მომზადებული დახვდა შტორმს, მაღალ ტალღებზე ბევრად ადვილად გამოძვრება სიტუაციიდან, ვიდრე დიდი გემები.

ამისათვის კაპიტანს კარგად უნდა ეჭიროს ხელში საჭე და იალქანი სწორად უნდა მართოს.

უკრაინა იყო ჩვენზე შვიდჯერ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, მაგრამ იმის გამო, რომ უკრაინაში ყველა ერთმანეთს გადაეკიდა, უკრაინა დაემსგავსა გემს, ჩემთვის ეს მტკივნეული თემაა, რადგან ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, რომელშიც გემის კაპიტანი ჩამოშორებულია ტარების პროცესს, საჭის კონტროლისთვის იბრძვის რამდენიმე ჯგუფი, არის ხელჩართული ბრძოლა, არავის არ ახსოვს არც სხვა ეკიპაჟის წევრები და არც მგზავრები და ამასობაში ეს საჭე დიდი ხანია გატეხილია და ის არის თავისუფალ ცურვაში გაცურული.

გაძლებს ასეთი გემი ოკეანეში? რათქმაუნდა ვერ გაძლებს. ამიტომ არავინ არ იცის საქართველოში იმაზე უკეთესად მშვიდობის ფასი მას შემდეგ, რაც ჩვენ გვქონდა 7 ნოემბერი, მას შემდეგ რაც ჩვენ გადავიტანეთ რუსეთის უმძიმესი აგრესია.

მე დღეს შევხვდი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს,

მათი უმეტესობა თბილისში არ ცხოვრობს და მათ ვუთხარი, რომ თბილისი დღეს დგას მხოლოდ იმის გამო, რომ მათმა მეუღლეებმა გაწირეს თავი.

რათქმაუნდა ისინი იმსახურებენ, რომ მათ თბილისში ჰქონდეთ ბინები.

ამ ყველაფრის გადატანის შემდეგ, შარშანდელი ორი არასაჭირო არჩევნების შემდეგ, საქართველომ მაინც გაძლო და გაძლებს.

ჩვენი გაძლება და გადარჩენის ინსტიქტი ეფუძნება ჩვენს ერთიანობას და ქართული საზოგადოების პასუხისმგებლობას ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე.

ჩვენ აღმოგვაჩნდა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, საზოგადოება, რომელსაც ძალიან უჭირს. საზოგადოება, რომელსაც რამოდენიმე უმაღლესი აქვს დამთავრებული და ვერ პოულობს სამუშაოს. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო ჩვენი საზოგადოების ოქროს რეზერვი დარჩა სამსახურის გარეშე.

ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრობდა უცხოეთიდან გადმორიცხული ფულით.

დღეს კი, ეს ფულიც მკვეთრად შემცირებულია.

ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ მარტო საერთაშორისო პოლიტიკური დეკლარაცია არ გვჭირდება.

მე ლაშა ჟვანია, ბაკურ კვეზერელი ყველა დავდივართ საზღვარგარეთ იმისათვის, რომ საერთაშორისო დიპლომატია წარმოვშვათ. ვიყავი ჩასული ბარსელონაში, ყველაზე მეტი ფული არის კატალონიაში,შევხვდი იქაურ ინვესტორებს, შემდეგ ქუჩაში შემხვდა ქართველო გოგო. მან მითხრა, რომ რომ მე ვალაგებ სახლებს და მაქვს 900 ევრო ხელფასი, 300 ევროს ვხარჯავ ბინაზე და ნახევარს ვაგზავნიდი ჩემს შვილთან თბილისში.

ახლა კი, ეს სამსახურიც დავკარგე იმდენად გაჭირდა ესპანეთში ცხოვრებაო. ასეთი ქართველი კი, სამწუხაროდ საზღვარგარეთ ძალიან ბევრია. ახლა ძალიან რთული პერიოდია ჩემო მეგობრებო.

ამ პერიოდიდან გამოსავალი არის ის, რომ ყველა პროგრამა, რომელიც დავიწყეთ, უნდა შევასრულოთ. ყველა თეთრი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, ჩადოს ეკონომიკაში და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენ ორ მილიარდს ვდებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ეს მნიშვნელოვანია.

ეს ტენდერები, საქართველოში ძალიან ბევრ ოჯახს ასაქმებს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს,რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ეროვნული ვალუტის კურსი. ჩვენ შევინარჩუნეთ საბანკო სისტემა. უკრაინაში ექვს თვიანი მორატორიუმი გამოაცხადეს.

რუსეთში, ბანკში ქრთამი უნდა დატოვო იმისათვის,რომ შენი ფული გამოგატანონ.

ჩვენთან მოვახერხეთ საბანკო სისტემის სტაბილურობა. ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილურია, უკრაინაში 60 პროცენტიანი დევალვაცია მოხდა, სომხეთში 23 პროცენტიანი. ჩვენთან ეს არ მოხდება ობიექტური გარემოებების გამო.

ჩვენ გვაქავს ფული ინფრასტრუქტურისათვის, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის პლიუსები, რომლებიც საქართველოს ქონდა, არაკორუმპირებული, სტაბილური სახელმწიფოსი, ეს ყველა უპირეტესობა იქნეს შენარჩუნებული. ამ მიმართულებით ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. არაფერი ისე არ მზარავს დღეს, როგორც გაჩერებული საწარმოს ნახვა. სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსები, რომ საქართველო ააშენოს და ყველა მშენებელს მისცეს ფული. ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფო დაკვეთების გაცემა. მაქსიმალურად ყველანაირი სტიმული უნდა მივცეთ ბანკებს, მშენებლებს, რაც სახელმწიფოს შეუძლია უნდა გააკეთოს.

საერთაშორისო გამოწვევების ფონზე დღეს მთავარი გამოწვევა სტაბილურობა და მშვიდობის შენარჩუნებაა. მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება შარშანდელისაგან. შარშან ნავთობის ფასი იყო 150 დოლარი. დასავლეთის გაფრთხილებებს, რუსეთმა წაუყრუა , რადგან გაყოყოჩებული იყო ზედმეტად.

ჩვენ დასაწყისში ამ დიდი უბედურების პირისპირ დავრჩით. შემდეგ ჩაერთო მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და რომ არა ჩვენი დიდი კავშირები, ეს ყველაფერი დამთავრდებოდა ისე, როგორც ეს დამთავრდა 1992-93 წლებში.

დღეს ნათელია, რუსეთში შიდა პრობლემებია, ეს ჩვენ გვაღელვებს იმიტომ, რომ ჩვენ გვეხება, ჩვენთან უნდა იყოს სიმშვიდე. ამერიკამ რუსეთთან დიალოგის ერთი მთავარი პირობა დააყენა. ეს საქართველოს საკითხის გადაწყვეტაა.

ჩვენი ევროპული ინტეგრაცია შეუქცევადია, ჩვენ ბევრად უფრო ახლოს ვართ ევროპასთან, ვიდრე წარსულში. ბაიდენის პირველი შეხვედრა იყო ჩემთან, ერთადერთი შეხვედრა, რომელიც ჰილარი კლინტონმა გააკეთა ბრიუსელში, იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, იმ ფონზე როცა ყველა შეხვედრა გადაიდო.

ყველას ესმის საქართველოს სტრატეგიული ლოკაცია. ამას წინათ, თურქეთის პრემიერთან ერთად გავხსენით ახალი საბაჟო ერთობლივი პუქტის ნაწილი და დავიწყეთ მშენებლობა. ერდოღანის ვრცელი გამოსვლა მთლიანად მიეძღვნა საქართველოს.

საქართველო თურქეთისათვის მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა. ჩვენ გავქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩვენ გვაქვს ერთობლივი აეროპორტი, ჩვენ ვაშენებთ ავტობანებს, რკინიგზას.

შარშან სექტემბერში, მიუხედავად დიდი ეიფორიისა, როცა ყველამ ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელი, მე მაშინ ვთქვი, რომ ქართველების დამარცხება შეუძლიათ მხოლოდ ქართველებს.ციხე ყოველთვის ტყდება შიგნიდან, საქართველოს აქვს ამის დიდი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღარ მოხდება, ჩვენ ვიგრძენით ეკონომიკური წარმატების გემო. არანაირი ილუზია არ მქონდა იმისა, რომ საქართველოს გაჭირვების საკითხი ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოგვარდებოდა, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ ქართველებს გაეგოთ ეკონომიკური წარმატების გემო. ჩვენ ისეთი განსაკუთრებული საზოგადოება გვყავს, რომ მერე თავად გააგრძელებს ბოლომდე.

ჩვენ ვიცით, რომ ლუკმა-პური მოიპოვება მძიმედ, ამავე დროს, ჩვენ გავიგეთ წარმატების გემო, მშვიდობის ფასი, ჩვენ აუცილებლად გადავიტანთ ამ გაჭირვებას. არ მინდა გაჭირვების გამო სპორტი ჩამოინგრეს, მეცნიერება განადგურდეს, პედაგოგები წელში გაწყდნენ, მუსიკალურ სკოლებს ვერ მივცეთ ხელფასები, ავტობანისა და რკინიგზის მშენებლობა შეჩერდეს, ეს ყველაფერი გაივლის და ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, წინ უნდა ვიყოთ წასული. 90-იან წლებში ჩამოიშალა ჩვენი საზოგადოების სოციალური სტრუქტურა. მაშინ კრიზისი არ იყო, საქართველოს ჰყავდა უნიათო მტავრობა.

დღეს საქართველოს ჰყავს ასე თუ ისე, ეფექტური მთავრობა, არის ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ ამ ყველაფერს უნდა გაუძლოთ და არ უნდა ჩამოვიშალოთ. ეს არის ჩემი გზავნილი თქვენდამი.

ჩვენი ქვეყნისათვის მთავარია რა იქნება თითოეული თქვენგანის ბიზნესში, ოჯახში. ჩვენ საქართველოს დიდი აღმშენებლობა დავიწყეთ, ეს არის ჩემი ამბიცია. ამ აღმშენებლობას საერთაშორისო დიდი უბედურება დაემუქრა.ჩვენ ვართ პატარა ერი და ჩვენი აღმშენებლობა მსოფლიო მაშტაბით არის ნაკლები, რაც უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ.

მინდა მადლობა გითხრათ ყველას, აღგითქვათ შემდგომი მხარდაჭერა.უფრო მეტი ფუნქცია მთავრობას არ აქვს, თუ არა ბიზნესის, პედაგოგების, ექიმების და დანარჩენი საზოგადოების მხარდაჭერა. ეს ყველაფერი იქნება შეუძლებელი, თუ ხერხემალი არ იქნა ჯანმრთელი. ხერხემალი კი, ეკონომიკა და ბიზნესია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საზოგადოებამ იმუშაოს ამ ხერხემლის შენარჩუნებაზე, გამძლეობასა და გაძლიერებაზე. ჩვენ გვაქვს გეგმა, გადადგმული გვაქვს ნაბიჯები, ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენები და გაავდრების პირობებშიც კი დაველოდებით უკეთეს მსოფლიო ამინდს.ჩვენი საზოგადოება ბრძენია და შესაბამისად გვაქვს დიდი მომავალი.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)