Google+

სიახლეები

09.11.2009
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში კომპანია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში კომპანია "ჯეოსთილის" არმატურის მწარმოებელი ახალი საამქრო

კომპანია "JSW Steel" ხელმძღავანელთან საჯან ჯინდალთან ერთად გახსნა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საჯან ჯინდალის დონის მეწარმის შემოსვლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანია "ჯეოსთილში" 60 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელდა. დღეისთვის საწარმოში 500-მდე მუშა-მოსამსახურეა დასაქმებული

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავარწმუნეთ ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საიმედო და კარგი პარტნიორები ვართ. როცა პრეზიდენტი გავხდი, დავპირდი რუსთაველებს, არ მოვისვენებდი მანამ, ვიდრე ქარხნებს ხელახლა არ ავამუშავებდი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოში ინვესტორების ხელშესაწყობად ყველანაირი პირობაა შექმნილი.

საამქროს გახსნას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და აზრებაიჯანის ელჩები, დიპლომატიური კორპუსისა და EBRD-ის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. პრეზიდენტმა ქარხანაში ფოლადის სადნობი საამქროც დაათვალიერა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)