Google+

სიახლეები

27.10.2013
საქრთველოს პრეზიდენტის მიმართვა

"საქართველომ აირჩია ახალი პრეზიდენტი და მინდა ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, ვუთხრა  მადლობა, რადგან ყველა არჩევნები, მიუხედავად მათი შედეგებისა, ემსახურება ყოველ ჯერზე დემოკრატიის შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და დემოკრატია არის მთავარი, რასაც ეფუძნება პოლიტიკური სისტემა და რითაც ვამაყობთ. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც შედეგებით უკმაყოფილოა - ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრს.რამდენადაც არ უნდა ვეთანხმებოდეთ ამ გადაწყვეტილებას, ასეთია დემოკრატიის წესები. ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ კანონიერებას და არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობის აზრს" 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა, საქართველომ  ახალი პრეზიდენტი აირჩია.  მე მინდა ყველა თქვენთაგანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში, გადავუხადო მადლობა ვინაიდან ყველა არჩევნები, მიუხედავად მათი შედეგებისა,  ყოველ ჯერზე დემოკრატიის შემდგომ განვითარებას ემსახურება. სწორედ ეს არის მთავარი ღირებულება, რასაც ეფუძნება ჩვენი პოლიტიკური სისტემა და რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. საქართველოს ამომრჩეველმა თავისი სიტყვა თქვა, მინდა ვუთხრა ყველას, ვინც უკმაყოფილოა ამ შედეგებით, ჩვენ , ყველამ პატივი ვცეთ უმრავლესობის აზრს, იმიტომ, რომ უმრავლესობა წყვეტს ასეთ საკითხებს დემოკრატიულ ქვეყანაში. რამდენადაც არ უნდა ვეთანხმებოდეთ, ან ვეწინააღმდეგებოდეთ ამ გადაწყვეტილებას, ასეთია დემოკრატიის წესები. ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ კანონიერებას და  არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობის აზრს. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი  იმედგაცრუებულია, მაგრამ  ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ უმცირესობის აზრსაც, მათ შორის, უმრავლესობამაც. ამ არჩევნებზე  ბევრად დაბალი იყო გამოცხადება, ვიდრე წინა არჩევნებზე, და ესეც მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ, ჩვენ ხალხთან საჭიროა მუდმივი დიალოგი.ამგვარად  საზოგადოების ყველა ფენის, ცალკე აღებული ამომრჩევლის , მათ შორის მათი უფლებებიც დასაცავია ვინც არ მივიდა არჩევნებზე. უფლებები დასაცავია და მათი აზრი საპატივცემულო. არ დაგიმალავთ, რომ მე მიმაჩნია, რომ ბოლო 1 წელიწადში და მათ შორის დღეს საქართველოში განვითარებული მოვლენები და   მიღებული  შედეგები  საქართველოს წინსვლისთვის სერიოზული  უკუსვლაა. ამავდროულად  ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ პირობებში, როცა საქართველო შეუქცევადად მიდის თავისი ბუნებრივი გარემოსკენ - ევროპისკენ და საქართველოს ამომრჩეველი მყარად უჭერს მხარს ამ კურს,  როცა ბოლო წლებში ჩვენი თანამემამულეების  ახალი თაობა გაიზარდა ,რომელმაც მთლიანად  აუწყო ფეხი ახალ რეალიებს,   შევიძინეთ ახალი გამოცდილება, დარწმუნებული ვარ ,რომ საქართველოში წყვდიადის და რეგრესიული ძალები ვერ გაიმარჯვებენ, ფეხს ვერ მოიკიდებენ. ყველა სიძნელე დროებითია და ჩვენ გავაგრძელებთ წინ სვლას. 

მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ეს შედეგები არ მოსწონს. მე  მათი ძალიან კარგად მესმის. მინდა ვუთხრა ყველას ნუ ჩამოუშვებთ ხელებს!  ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი. იმ ტრადიციაზე დაფუძვნებით, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო 10 წელიწადში და რომელსაც უკვე ვეღარაფერი ვერ  აღმოფხვრის, დარწმუნებულკი ვარ, რომ საქართველოს ძალიან კარგი მომავალი აქვს.

ჩვენ გადავლახავთ ყველა სიძნელეს! ჩვენ ავინაზღაურებთ  დაკარგულ დროს და ჩვენ გავაგრძელებთ სვლას უკეთესი მომავლისკენ!“



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)