Google+

სიახლეები

19.10.2013
საქართველო პრეზიდენტი მთავრობას  მოუწოდებს  აჭარაში შეჩერებული პროექტების განახლებისა და ინვესტორების დაბრუნებისკენ

საქართველო პრეზიდენტი მთავორბას კიდევ ერთხელ მოუწოდებს  აჭარაში შეჩერებული პროექტების განახლებისა და ინვესტორების დაბრუნებისკენ. მიხეილ სააკაშვილმა გოდერძის უღელტეხილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საკურორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებული სამუშაოები ვერტმფრენიდან დაათვალიერა. მათ შორის ადიგენის შემაერთებელი გზის დაუსრულებებელი მონაკვეთი, რომელიც არჩევნების შემდეგ შეჩერდა, ისევე როგორც ახალი სამთო-სათხილამურო კურორტის ტერიტორიაზე განლაგებული სასტუმროების მშენებლობები. წინა წლის აგვისტოში 200 ადგილიანი სასტუმროს სამშენებლო სამუშაოების დაწყებაში პრეზიდენტმა პირადად მიიღო მონაწილეობა . ამ ტერიტორიაზე არჩევნებამდე მხოლოდ საბაგირო გზის აშენება მოხერხდა.

 "კიდევ ერთი წელი რომ დაგვცლოდა, ჩავუყრიდით ისეთ მაღალმთიან აჭარას, რომელიც რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ძალიან ბევრ მდიდრულ კურორტს აჯობებდა და ხალხს გაუმართავდა ხელს გარშემო."-განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა

მიხეილ სააკაშვილმა მწვანე ტბის ტერიტორიაც დაათვალიერა და სიმბოლურად სწორედ ამ ტერიტორიიდან მოუწოდა მთავრობას აჭარის საკურორტო-ინფრასტრუქტურული განვითარებისკენ. პრეზიდენტის ინიციატივით გოდერძის უღელტეხილზე ახალი სამთო-სათხილამურო კურორტისად და მწვანე ტბის გარშემო მსოფლიო დონის საკურურტო ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმებოდა. 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)