Google+

სიახლეები

16.10.2013
ჩერქეზთა ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

2013 წლის 30 სექტემბერი

 

პატივცემულ მიხეილ სააკაშვილს,
საქართველოს  პრეზიდენტს

თბილისი 

 

ძვირფასო პრეზიდენტო,

ჩერქეზთა ნაციონალურ მოძრაობას (CNM), რომელიც წარმოიქმნა კავკასიელ ჩერქეზთა მეგობარების იორდანიის ასოციაციისგან (JACCF) და მდებარეობს ამანში, იორდანიაში, აქვს პატივი გადმოგცეთ გულითადი მოკითხვა. გწერთ, რათა გამოვხატოთ კავკასიელთა ღრმა პატივისცემა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქმული ფასეული სიტყვისთვის, რომელიც შეიცავდა საქართველოს, კავკასიასა და მისი ხალხებისთვის შესაფერის ლოგიკურ და რეალისტურ პრინციპებსა და მიღწევებს.

ჩვენ დიდი სიამაყით ვაძლევთ მაღალ შეფასებას იმ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომლებიც თქვენი აღმატებულების მიერ გაეროს მაღალი პლატფორმიდან წარმოთქმულ სიტყვაში მსოფლიოს გასაგონად იყო აღნიშნული დიადი ქართველი ხალხის სახელით. ამ გამოსვლით თქვენ ახსენით როგორ უნდა ჩანაცვლდეს ხარისხიანად საბჭოთა ეპოქის უარყოფითი თანმდევი შედეგები წარმატებით, რომელიც აისახება საზოგადოების ყოფაზე, განსაკუთრებით კი, დემოკრატიის, თავისუფლების, სამართლიანობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით.  

თქვენი გამოსვლის დროს სანიმუშოდ იყო ხაზგასმული პრინიპები და ადამიანის უფლებების ღირებულებები, რაც სხვათა უფლებების დაკნინების თავიდან ასაცილებლად თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის გარკვეული მოწოდება იყო. თქვენ გამოიჩინეთ  გამჭრიახობა რუსეთის მუდივ მცდელობებთან დაკავშირებით, ჩამოეგდო შუღლი კავკასიის ხალხებს შორის და გამოეწვია დისკრიმინაცია, მაგრამ მათი სიფხიზლე იყო ციხესიმაგრე, რომელიც  იცავდა მათ ამ მცდელობებისა და ინტრიგებისგან.

ჩერქეზთა ნაციონალური მოძრაობა და ამ მოძრაობასთან ასოცირებული ჩერქეზები მთელი გრძნობით უსმენდნენ თქვენს გამოსვლას. თქვენ წამოწიეთ ის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩერქეზ ხალხს და სწორედ თქვენ იყავით პირველი, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წამოჭრა ჩერქეზი ხალხის საკითხი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი დაიწყო 2011 წლის მაისში, როდესაც „საქართველოს პარლამენტმა აღირა ჩერქეზთა გენოციდი - მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უცნობი და ტრაგიკული ფურცელი; როდესაც მთელი ერი გაანადგურეს, რადგან რუსეთის იმპერიას მისი მიწა სჭირდებოდა“. 

ჩერქეზთა ნაციონალური მოძრაობა მიესალმება და მადლობას უხდის თქვენს აღმატებულებას და მოუთმენლად ელის ქართველ, ჩერქეზ და კავკასიის სხვა ერებს შორის ხანგრძლივ კოორდინაციასა და თანამშრომლობას; ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ყოველთვის იდგებით წინა ხაზზე და ძალისხმევას არ დაიშურებთ კავკასიის ხალხთა კოლონიალიზმის უღლიდან გასათავისუფლებლად.

თქვენი აღმატებულებავ, ჩვენ ვაფასებთ იმ ძალისხმევასა და პატრიოტიზმს, რომელიც გამოიჩინეთ თქვენი დიადი ერისა და სამშობლოს სამსახურში. ჩვენ ვლოცულობთ თქვენი კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის, რათა ყოველთვის შეძლოთ სარგებელი მოუტანოთ ქართველ და კავკასიელ ძმებს. 

 

პატივისცემით
იშაქ მოლა

ჩერქეზთა ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)