20.07.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ექსპერტებთან, არასამთვრობო ორგანიზაციებთან და სტუდენტებთან ერთად ქვეყნის გეოპოლიტიკური საფრთხეები განიხილა
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შიდა და გარე საფრთხეები ,დღეს ქართველ ექსპერტებთან , არასამთვრობო ორგანიცაციებთან და სხვადასხვა უნივერსიტეტების პოლიტოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა , რუსეთ -საქართველოს ურთიერთობების ფონზე ის საფრთხეები გაანალიზა, რაც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს ეხება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ ფონზე როცა, რუსეთი მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებს : ნავთობისა და გაზის მარაგებსა და გავლენას კარგავს, კიდევ უფრო დიდი საფრთხის მატარებელი ხდება. მისივე შეფასებით , საფრთხის მატარებელია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაც რუსეთთან მიმართებაში , რომელიც უფრო დამთობია, ვიდრე საკუთარი საზღვრებისა და პრინციპების დამცველი. პრეზიდენტის განცხადებით მთავრობა , რუსეთის იმ პოლიტიკისა და მოთხოვნების გამტარებელია ,რომელიც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მინიმუმ სამართლებრივ, პოლიტიკურ და მორალურ განადგურებას და წლების განმავლობაში დაუთმობელი საკითხების მოგვარებას გულისხმობს.
"ოქტომბრის შემდეგ ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა შეიცვლება, მაგრამ ვნახეთ, რომ რუსეთი არ იცვლება _ მგელი მგლობას არ იშლის, ისევ მავთულხლართებს აგებს, ისევ პროვოკაციებს მიმართავს, ისევ ძირს გვითხრის საერთაშორისო არენაზე და ჩემთვის ეს ახალი აღმოჩენა არაა!წინა მთავრობა რომ დარჩენილიყო, შეიძლება მეტად წავსულიყავით წინ, ვიდრე დღეს ვართ, რადგან რუსეთი არ მიიჩნევს, რომ საქართველოს არსებულ მთავრობას რამე უნდა დაუთმოს!
რუსეთი არის ის, რაც არის. დღევანდელი მთავრობის პირობებში არ უნდა ველოდოთ სიტუაციის მკვეთრ ცვლას. უფრო მეტიც, სოჭის ოლიმპიადამდე შეიძლება კიდევ შეიკავოს თავი, მაგრამ წარმოიდგინეთ რა საფრთხე შეიძლება წარმოიქმნას სოჭის ოლიმპიადის შემდეგ. ამიტომ ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომები, რაზეც 90-იან წლებში წავიდა შევარდნაძე. ყველა დოკუმენტი, რომელსაც მაშინ ხელი მოვაწერეთ, იყო ჩვენი გამანადგურებელი. რუსეთს აქვს თავისი კონკრეტული მიზნები", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთში პოლიტიკური სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება. მანამდე კი საქართველომ საკუთარ პრინციპებს არ უნდა უღალატოს. ქყეყანამ უკან კი არ უნდა დაიხიოს არამედ უნდა გაუძლოთ ამ გამოწვევებს და არა,,საკუთარი თავის დამარცხება მოინდომოს „
"გარდაუვალია, რომ იქ მოხდება ცვლილება. ეს ცვლილება მოხდება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე წარმოგვიდგენია. რეალურად იმპერიალიზმის მსხვრევა გარდაუვალია. ალბათ, ის ჩანაცვლდება ნაციონალიზმით, მაგრამ ნაციონალიზმიც შეიძლება ჩვენთვის, ნაკლებად საშიში იყოს მხოლოდ მოკლევადიანად. იმედია, საბოლოო ჯამში, რუსეთი თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდება და მეზობლებისთვის ძალიან ადვილად საურთიერთობო გახდება. მთავარია მანამდე საქართველო იყოს ფორმაში და წელში გამართული. ვიქნებით თუ არა ჩვენ მზად და გავძლებთ თუ არა მანამდე? ეს ორი საკითხია, რასაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი", -განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის მიმართვის შემდეგ შეხვედრა კითხვა პასუხის რეჯიმში გაგრძელდა.