Google+

სიახლეები

17.07.2013
მიხეილ სააკაშვილი: „მივესალმები იმას, რომ გლდანის კოლეჯი ავტორიზაციას გაივლის“

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯის ავტორიაზაციას გაივლის. განცხადება ამის თაობაზე დღეს განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გააკეთა.  

„გუშინ მე ვნახე გლდანის ტექნიკური კოლეჯი, რომელიც შარშან არჩევნების წინ გავხსენით და  ყველაზე თანამედროვე სასწავლებელია საქართველოში. ეს კოლეჯი საპრეზიდენტო პროექტი იყო და მის მშენებლობაზე პირადად ვიმუშავე.  გუშინ იქ განაცხადეს, რომ არ მუშაობს მიწის  არასწორად რეგისტრირებისა და ტექნიკური პრობლემების გამო. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი თვე უაზროდ დაიკარგა. დღეს განათლების ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს კოლეჯი გაივლის ავტორიზაციას, რასაც მივესალმები. ასევე მინდა, რომ ეს კოლეჯი, ისევე,  როგორც სხვა ტექნიკური კოლეჯები, დააფინანსონ - ამის ფული მთავრობას აქვს. პრობლემები აქვს ქობულეთის ტექნიკურ კოლეჯს, „სპექტრს“ თბილისში, ასევე ქუთაისსა და სხვა ქალაქებში არსებულ კოლეჯებს. ტექნიკური განათლება ერთ-ერთი მთავარი რამ არის იმისათვის, რომ უმუშევრობა დავძლიოთ. გლდანის კოლეჯისა და ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მაგალითი, გაკვეთილი უნდა იყოს. ამ ბავშვური სენიდან ყველა ერთად უნდა გავთავისუფლდეთ და ყველამ ერთად მივხედოთ საქმეს. მზად ვარ, ამ საქმში მთავრობას ყველანაირად გავუწოდო ხელი“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)