Google+

სიახლეები

27.06.2013
ანდერს ფოგ რასმუსენი: „თქვენ, თქვენი შემცვლელი და პრემიერ-მინისტრი ისტორიაში შეხვალთ, როგორც ქართული დემოკრატიის „აღმაშენებელი“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

უპირველეს ყოვლისა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

ჩვენ გვქონდა ძალზე საინტერესო, სერიოზული და ნაყოფიერი შეხვედრა გენერალურ მდივანთან.

კეთილი იყოს NAC-ის ჩამოსვლა საქართველოში.

საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, ეს, მოგეხსენებათ, ისტორიული მომენტია - ჩვენი ხალხი ამას ასე აღიქვამს.

ეს მართლაც ისეთი ღონისძიებაა, რომელიც ჩვენი ერის ყურადღებას იქცევს და არა მარტო დღეს, არამედ ბოლო კვირებში.

ვფიქრობ, ეს ინტერესი არ განელდება თქვენი გამგზავრების შემდეგაც.

შეუძლებელია, უფრო მეტად გაზარდო თქვენი ვიზიტის მნიშვნელობა.

ჩრდილო ატლანტიკური საბჭო ბოლო წლების ძალზე მნიშვნელოვან პერიოდში გვეწვია.

განსაკუთრებით შემიძლია გავიხსენო საბჭოს ვიზიტი რუსეთის შემოჭრის შემდეგ 2008 წელს.

ეს ჩვენი ხალხის ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უდიდესი მხარდაჭერის, სოლიდარობისა და მხარში დგომის სიმბოლო იყო და უდიდესი როლი შეასრულა კიდეც იმ დიდი საფრთხის დროს.

საბჭოს თითოეული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ქართველი ხალხისა და მთელი რეგიონის ქვეყნების მიმართ - ნატო ჩვენს ხალხის გვერდით დგას და ჩვენი საზოგადოება მარტო არ არის; გავლენის სფეროების ლოგიკა და სიცივეში ყოფნა 21 საუკუნეს აღარ შეეფერება და ჩვენი ნატოში ინტეგრაცია შეუქცევადია, როგორც ეს 2008 წელს ბუქარესტის სამიტისას განაცხადეს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივან რასმუსენს მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ხალხის მისწრაფებების მიმართ.

თქვენი ყოველი განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებულ თემებზე დიდ გავლენას ახდენს და მინდა ამისთვის პირადად გითხრათ მადლობა.

ნატო-ში ინტეგრაცია ქართველი ხალხის მკაფიო და კარგად გამოხატული ნებაა.

ეს პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ ინტერესებზე მაღლა.

ეს არ ეკუთვნის არც ერთ ლიდერს, საქართველოსთვის ეს საგარეო პოლიტიკის აბსოლუტური პრიორიტეტია, ისევე, როგორც ჩვენი რეფორმებისა და დემოკრატიის დაცვის მიმართულებით წინსვლის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

როგორც მოგეხსენებათ, მთავრობები იცვლება, მაგრამ ნატო პრიორიტეტად რჩება ხალხისთვის. არც ერთ მთავრობას არ შეუძლია გააკეთოს რამე ასე მკაფიოდ გამოხატული სურვილის წინააღმდეგ.

ვფიქრობ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის,  არამედ წვლილიც შეაქვს ჩვენს მომავალში.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სამხედრო ძალების ფორმირებისთვის და საქართველოს როლისთვის უფრო ფართო საერთაშორისო კოალიციებში, რომლებიც შექმნილა ისტორიის განმავლობაში.

ჩვენს ჯარისკაცებს უდიდესი წვლილი შეაქვთ - თქვენ თვალს ადევნებდით ბოლო კვირებში განვითარებულ მოვლენებს და მინდა მთელი ერის სახელით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვამაყობთ თითოეული მათგანით და მათი სიმამაცით.

ასევე მსურს მწუხარება გამოვხატო ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო და გავიზიარო ის ტკივილი, რომელიც მისის ფარგლებში მონაწილე ქართველი თუ უცხოელი სამხედროების გარდაცვლებით არის გამოწვეული.

ბატონო გენერალურო მდივანო, პატივცემულო ელჩებო!

ნატო-ში გაწევრიანება მთელი ქართველი ერის მიზანია. 

ყველამ ვიცით, რომ ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ამ დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნების ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით.

იმისათვის, რომ ეს მიზანი რეალობად გადაიქცეს, ჩვენ უნდა დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი დემოკრატია.

დემოკრატიის დაცვა ასევე ნიშნავს პოლიტიკური ოპოზიციისა და ყველა უმცირესობის უფლებების დაცვას.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ყოველივე ეს რისკის ქვეშ დააყენა.

ახლა, როდესაც მე აქ ვსაუბრობ, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი ციხეში ზის და ეს ხდება მაშინ, როდესაც არც ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, იგი ჯერ  არ გაუსამართლებიათ. ეს მეტად არანორმალური ვითარებაა დემოკრატიისთვის, ისევე, როგროც დღეს დილით განვითრებული მოვლენები და კიდევ ბევრი სხვა რამ.

ვიმედოვნებ, რომ მთავრობა არ გააგრძელებს ამ გზით სიარულს, რადგან ასე, შესაძლოა, ჩვენი დემოკრატია და მიზნები საფრთხის წინაშე დადგეს.

ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტრანსატლანტიკურ მომავალს და უსაფრთხოებას, რაც ყველაზე ნაკლებად გვჭირდება.

მე ეს ყველაზე ნაკლებად მინდა, რადგან პირადად შემაქვს წვლილი ამ მისწრაფებების გაძლიერებაში და მინდა, რომ ნატომ საქართველო სერიოზულად აღიქვას, და არა პირიქით.

ჩვენს ქვეყანაში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და სერიოზულად ვეჭვობ, ჩვენი პრიორიტეტი პოლიტიკური ლიდერების დაჭერა და გასამართლება იყოს.

ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ინსტიტუტების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერება და ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის თქვენ ხართ მთავარი ალიანსი - ის ოჯახი, რომლის წევრობისკენაც მივისწრაფვით.

ეს ალიანსი არის ოჯახი, რომელიც ყოველთვის იყო და დარჩება ჩემი პოლიტიკური ცხოვრების მთავარ მამოძრავებელ ძალად; ოჯახი, რომლის წევრიც ჩვენ ერთ დღეს აუცილებლად გავხდებით.

სწორედ ამიტომ უნდა დავდგეთ პოლიტიკური გამყოფი ხაზების მაღლა და ამ ქვეყანაში ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ მისწრაფებების გასახორციელებლად.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ საერთო ენა და შევქმნათ სიტუაცია, რომელშიც დემოკრატიული პროცესების გზით გაკეთდება აღმოჩენები და ვიმუშავებთ არა მიუღებელი მეთოდებით, არამედ, ცივილიზებული, დიალოგის ფორმით.

იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს იმის საკმარისი პოლიტიკური პოტენციალი, რომ ასეთი კლიმატი შექმნას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას დახმარებისა და იმისთვის, რომ წვლილი შეიტანეთ ჩვენს ამ გზაზე.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

ბატონო პრეზიდენტო,

ქალბატონებო და ბატონებო,

გუშინ და დღეს გვქონდა პატივი შევხვედროდით ქართველ ლიდერებს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და უმცირესობების წარმომადგენლებს.

მათ გვაჩვენეს, რომ საქართველო იზიარებს ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნების დემოკრატიულ ღირებულებებს და საქართველო ერთგული რჩება იმ გზის, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით დაიწყო.

ბატონო პრეზიდენტო, ნიშანდობლივია, რომ ამ ვიზიტის ბოლო შეხვედრას სწორედ თქვენთან ვმართავთ, რადგან თქვენ, როგორც ლიდერი, ყოველთვის ენთუზიაზმით აღსავსე მხარდამჭერი იყავით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით წინსვლისა.

ბატონო პრეზიდენტო, ვიცი, რომ თქვენ დიდ პატივს სცემთ შუასაუკუნეების ქართველ მეფეს, დავით აღმაშენებელს.

ოქტომბერში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამ არჩევნების შემდეგ თქვენ ძალაუფლებას გადასცემთ სხვა ლიდერს და დარწმუნებული ვარ, თქვენ, თქვენი შემცვლელი და პრემიერ-მინისტრი ისტორიაში შეხვალთ, როგორც ქართული დემოკრატიის „აღმაშენებელი“.

აღნიშნულ მომენტამდე აუცილებელია, რომ ქართველმა ლიდერებმა კოაბიტაციის ფარგლებში იმუშაონ, რათა ქართველ ხალხს სარგებელი მოუტანონ.

ბატონო პრეზიდენტო, პირადად მე იმედით შემოგყურებთ და მჯერა, რომ უფრო მეტ წვლილს შეიტანთ ამ პროცესში - რეფორმების განხორციელების, სასამართლოსა და კანონის უზენაესობის გაძლიერების მიმართულებით და საქართველოში საზოგადოება ჩართული იქნება სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ამ შეხვედრის შემდეგ, კომისიის წევრები დაესწრებიან ქართველი სამხედროების ავღანეთში გაგზავნის ცერემონიას.

ამ ვითრებაში ეს ღონისძიებაც მეტად ნიშანდობლივია.

საქართველოს ძვირად დაუჯდა ავღანეთი. ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ, ბატონო პრეზიდენტო, იმ ქართველ სამხედროთა ოჯახების მიმართ, რომლებიც ავღანეთში დაშავდნენ ან დაიღუპნენ, მათ შორის, ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტების დროს.

საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში, ასევე მიუთითებს მის როლს, როგორც უსაფრთხოების პროვაიდერს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ცალმხრივად დგამს ნაბიჯებს რუსეთთან ერთიერთობის დარეგულირების თვალსაზრისით, ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს და იმედი გვაქვს, მეორე მხარეც გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს.

ნატო რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე უცვლელი რჩება ჩვენი არაღიარების პოლიტიკა.

საქართველოს მიერ საერთო უსაფრთხოების საკითხში შეტანილი წვლილი ძლიერი დემონსტრაციაა იმისა, რომ საერთო გასეულობები გვაქვს.

ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ საქართველო ეკუთვნის ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეს.

დიდი მადლობა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)