სიახლეები
22.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა
დღეს სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებებათა დაცვის სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს, დინ სპილმანს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ევროპული სასამართლოს რეფორმა და მისი პოზიტიური შდეგები იყო. შეხვედრაზე, ქვეყნის პირველმა პირმა ,კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ქართული სახელმწიფო ამ პროცებს კვლავ აქტიურად უჭერს მხარს.ევროპის ადამიანის უფლებებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტმა დინ სპილმანმა კი თავის მხრივ დადებითად შეაფასა საქართველოსა და ევროპის სასამართლოებს შორის თანამშრომლობა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი, ევროპის საბჭოს შენობაში თანამედროვე ქართული არქიტექტურის გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას. გამოფენას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯან-კლოდ მინიონიც დაესწრება.