Google+

სიახლეები

21.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა  სტრასბურგში   ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანდთან გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სამომავლო ურთიერთობები განიხილა. საუბარი იმ რისკებსაც შეეხო, რომელიც ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ქვეყნის საგარეო კურსის შესაძლო  ცვლილებებს უკავშირდება. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, ევროსაბჭოს სამომავლო ურთიერთობებსა და თანამშრომლობის როლზე გამახვილდა .

დღესვე სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს ნილს მუზნიეკსს შეხვდა. საუბარი იმ   პროგრესს შეეხო ,რომელიც  ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სასამართლო რეფორმებისა  და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით   მმართველმა გუნდმა, გასული წლების განმავლობაში მიაღწია. მხარეებმა შეხვედრაზე ამ პროგრესის გაგრძელების აუცილებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა რანგის ორმხრივი შეხვედრები. 22იანვარს მიხეილ საკაშვილი შეხვედრებს ევროპის ადამიანის  უფლებებათა დაცვის სასამართლოში გამართავს. დაგეგმილია ქვეყნის პირველი პირის შეხვედრა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტთან დინ სპილმანთთან. დღის მეორე ნახევარში მიხეილ სააკაშვილი, ევროპის საბჭოს შენობაში თანამედროვე ქართული არქიტექტურის გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას. გამოფენას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯან-კლოდ მინიონიც დაესწრება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)