Google+

სიახლეები

21.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონს შეხვდა

სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტისა და  ევროსაბჭოს  საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონთან გამართული  შეხვედრის მთავარი თემები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში  ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავების როლი და რუსეთთან მიმართებაში მიღებული რეზოლუციების მნიშვნელობა  იყო.  საუბრისას  ჯან-კლოდ მინიონმა , კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ აუცილებელია ასამბლეის მიერ მიღებული იმ რეზოლუციების  გათვალისწინება, რომელიც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას შუწყობს ხელს.თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს  ომის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისთვის.  მინიონმა კი გამოთქვა მზაობა  ხელი შეუწყოს  რეზოლუციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების განხორციელებას.

შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ჟან-კლოდ მინიონმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს.

 

„საქართველოს ყველა მთავრობა, მათ შორის ჩემიც, დასაწყისშივე ცდილობდა   რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, ამის დიდი სურვილი გვქონდა. ბუნებრივია, ყველას სურს რუსეთთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ , სიტუაციის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი არამხოლოდ ჩვენი მეზობელია, არამედ ქვეყანაა, რომელსაც  ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის ოცი პროცენტი, სადაც განახორციელა ეთნიკური  წმენდა, რომელიც დღესაც გრძელდება. ფუნდამენტური განსხვავება ჩვენს, პირადად ჩემსა და ახალ მთავრობას შორის მდგომარეობს შემდეგში: ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ ურთიერთობის  მისაბაძი მაგალითი არის ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელსაც როგორც რუსეთან, ასევე ნატოსთან ერთნაირი ურთიერთობები აქვს. არ ვარ დარწმუნებული , რომ საქართველოს ისეთივე დისტანცია უნდა ჰქონდეს ნატოსა და ევრო სტრუქტურებთან ურთიერთობებში, როგორიც ეს რუსეთთან აქვს.

მე ვფიქრობ,რუსეთთან კარგი ურთიერთობები უნდა გვქონდეს, მაგრამ სომხეთს არ უნდა ნატოს შეუერთდეს, ეს მათი პოზიციაა და პატივს ვცემ, მაგრამ , საქართველოს  ნატოსა და ევროკავშირის გარდა  სხვა არჩევანი არ აქვს! ამასაც პატივსცემით უნდა მოვეკიდოთ! საქართველომ დიდი საფასური გადაიხადა, თავისი ევროატლანტიკური არჩევანის შენარჩუნების გამო...მიმაჩნია , რომ მსგავსი განცხადებები ფუნდამენტურად არასწორია. ვფიქრობ, რომ ეს დროებითია მაინც.

ჩვენ გვინდა ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან, მე ვიყავი ინიციატორი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და მათთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების, ასევე უვიზო მიმოსვლის ამოქმედების.

უნდა ავღნიშნო რომ ,სწორედ ჩვენი მართველობის პერიოდში სტუმრობდა საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობის რუსი ტურისტი... ჩვენ  ღია ვართ რუსეთისთვის, მაგრამ არსდროს დავუშვებ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლას! ჩვენი სგარეო  კურსი არის დასავლური, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია...

 ჩვენი ფასეულობები ევროპულია ! არსებობს თანამშრომლობა, მაგრამ არა თანაარსებობა ავტორიტარიზმსა  და დემოკრატიას შორის.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)