Google+

სიახლეები

23.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი პარტია "უდარ"-ის ლიდერს ვიტალი კლიჩკოს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილმა დღეს უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისთვის, პარტია "უდარ"-ის ლიდერი და მსოფლიოს  ჩემპიონი კრივში ვიტალი კლიჩკო პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი დემოკრატიულად გამართულ საპარლამენტო არჩენებსაც და  საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს შეეხო. ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ამ არჩევნებით, საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას სამართლიანობისა და დემოკრატიის კიდევ ერთი მაგალითი აჩვენა. როგორც „უდარ“-ის ლიდერმა აღნიშნა, მისი გუნდი სრულად იზიარებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ევროპულ მისწრაფებებსა და ფასეულობებს.

"უდარ"-ის ლიდერმა ქვეყნის პირველ პირს დაბადების დღეც მიულოცა და მას სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.

მოგვიანებით, ვიტალი კლიჩკო, საპატიო სტუმრის რანგში, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს საკრებულოებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა კონფერენციასაც დაესწრო, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკურ პარტიებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „უდარ“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)