Google+

სიახლეები

20.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და მასმედიის წარმომადგენლებთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ შეტევაზე გაამახვილა და ხელისუფლების წარმომადგენლებს სამართლიანობისა და კონსტიტუციის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა. კერძოდ, ქვეყნის პირველი პირი შეეხო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლებისა და სოციალური პროექტების გაგრძელების აუცილებლობის საკითხებს. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა არა უკანონობასა და ქაოსს, არამედ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრეზიდენტი არ გამორიცხავს გამოიყენოს ვეტოს უფლება, თუკი საქართველოს პარლამენტი ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ამ სახით დაამტკიცებს. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, იქმნება საფრთხე იმისა, რომ იუსტიციის საბჭომ და სასამართლო ხელისუფლებამ საბოლოოდ დაკარგოს დამოუკიდებლობა და მთლიანად მოექცეს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობამ მათი ნორმალური ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს.   

საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მასმედიის წარმომადგენელთა ინტერესის თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, მთავრობის შესაძლო დათხოვნა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადაცემა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პერსპექტივა იყო. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)