Google+

სიახლეები

18.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი რუმინელ კოლეგას შეხვდა

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და ტრაიან ბასესკუმ საქართველოში გამართული არჩევნების თაობაზე ისაუბრეს. რუმინეთის პრეზიდენტის შეფასებით, ამ არჩევნებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს დემოკრატიული მმართველობის კურსი და  იბრძვის პოლიტიკური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და დემოკრატიული პროცესების გასაღრმავებლად. რუმინეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ნატოში ინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული არჩევნები, რომელიც საქართველოში 1 ოქტომბერს გაიმართა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს და იმ ერთობლივი, სტრატეგიული პროექტების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შეთანხმებების შედეგად გადაწყდა. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)