Google+

სიახლეები

16.10.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ვისურვებდი, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს“

ბუქარესტში გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილის მიერ არჩეულმა პოლიტიკურმა ძალამ დააკომპლექტა.    

„საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა დღეს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარმოადგინა, როგორც ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული. აქ არ არის ლაპარაკი მომწონს თუ არა მთავრობის შემადგენლობა მე, როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკოსს. საქმე ისაა, რომ ვინაიდან ასეთია ქართველი ხალხის ნება, ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ შემადგენლობასთან, რომელსაც წარმოადგენს არჩევნებში უმრავლესობით მოსული კოალიცია. ამიტომ ჩვენ ამ შემადგენლობას გადავგზავნით პარლამენტში და იმედი მაქვს, პარლამენტი დროზე შეიკრიბება და ყველა პროცედურას დროულად გაივლიან. კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები და ვადები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ და საქართველოს პარლამენტმა ეს მთავრობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს. ვისურვებდი, რომ ის დაპირებები, რომელიც გამარჯვებულმა კოალიციამ მისცა ქართველ ხალხს, მაქსიმალურად შესრულდეს. ასევე ვისურვებდი, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს და საპარლამენტო ოპოზიციამ შეასრულოს თავისი მაკონტროლებელის როლი. ჩემი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია, ამ ეტაპზე სწორედ ამით შემოიფარგლება“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)