Google+

სიახლეები

29.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა მეუფე გრიგოლთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დღეს ფოთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა მათ ტაძრის მშენებლობის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ფოთი მალე ყველაზე განვითარებული ქალაქი გახდება. თავის მხრივ, მეუფე გრიგოლმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან ამ ისტორიულ საქმეში გამოიჩინა. მისი თქმით, ტაძრის პირვანდელი სახით აღდენა საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავრობის დამსახურებაა.

„ყველა მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც დღეს ვნახე. ეს არის ყველაზე ნათელი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე განსაკუთრებული ტაძარი, რომელიც სადმე მინახავს მსოფლიოში. აღარაფერს ვამბობ შავი ზღვისპირეთზე. ის, რაც აქ  გაკეთდა, მეუფის ძალიან დიდი მონდომებითა და მცდელობის შედეგია. თქვენ გახსოვთ, რომ პატრიარქმა ამ ტაძრის მშენებლობა აკურთხა. ჩემი პრეზიდენტოების პირველივე თვეში ამ ტაძრის მშენებლობის დავიწყეთ. ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი დავასრულეთ ისე, როგორც საჭირო იყო. მეუფე ძალიან დიდ საგანმანათლებლო საქმეს ეწევა, მართლაც დიდი მოღვაწეა. მან ბევრი რამ გაკეთა ამ ქალაქისთვის და, ალბათ, მასაც ისეთივე განცდა ეუფლება, როდესაც მის ეპარქიაში ასეთი სასწაული ხდება, როგორიც მე, როდესაც ქვეყანის შენებას ვხედავ. ალბათ, მისთვის ეს ძალიან ბედნიერი დღეა. მინდა დიდი მადლობა ვუხრა მას. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ სასწაულის შექმნაში მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტაძრის რეაბილიტაციისთვის პრეზიდენტის ფონდიდან, დაახლოებით, 4 მილიონი ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ტაძრის დასავლეთის ცენტრალური ნაწილი, მოოქროვდა გუმბათი, ქვით გამოიკვეთა საკურთხევლის შიდა ტრაპეზები, მარმარილოთი მოპირკეთდა შიდა იატაკი, 14 ათას კვადრატულ მეტრზე დაიგო ქვაფენილი, დამონტაჟდა გარე განათება და სხვა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)