Google+

სიახლეები

28.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბორჯომს ესტუმრა, მიხეილ სააკაშვილი ბორჯომის ღვთისმშობლის ტაძარში მივიდა და მეუფე სერაფიმესა და მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

ქვეყნის პირველმა პირმა ეკონომიკის მინსტრთან ერთად ბორჯომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი ხიდი, კაფე-ბარი და მშენებარე რესტორნები და სასტუმროები მოინახულა.

 „ეს ხიდი არის გოგა ხაჩიძის შემოქმედებაა, ძალიან ნიჭიერი ხალხი გვყავს მთავრობაში. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ხიდის ხატვა მინისტრის საქმე არ არის, მაგრამ ხიდიც უნდა ხატოს და საქმეც უნდა აკეთოს. ახლა, ახალი სალაპარაკო გაუჩნდებათ და სასწრაფოდ გააკრიტიკებენ. ახალი ხიდი ძალიან უხდება გარემოს. ახალციხე, აბასთუმანი ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომისთვის, რადგან აქედან შეძლებ წახვიდე ექსკურსიაზე ახალციხეში, ვარძიაში, მერე შეიძლება გადახვიდე აბასთუმანში. ახალი გზით გადავდივართ საირმეში, საირმედან კი - ვანისა და სამტრედიის ბალნეოლოგიურ კურორტებზე; ასევე წყალტუბოში, წყალტუბოდან ავდივართ შაორსა და უწერაში. იმის გათვალისწინებით, რასაც ვაკეთებთ, კურორტების რკალი იკვრება. ბორჯომი ადრე ჩამკვდარი იყო, მაგრამ ეს ქალაქი აღდგა. აქ არც ერთი ნომრალური სასტუმრო აღარ იყო. ეს ინფრასტრუქტურა საშუალებას აძლევს ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში ისარგებლონ ამ კურორტით და ხალხს შემოსავალი ჰქონდეს. ამაში მათ ქუთაისის აეროპორტიც დაეხმარება, რადგან ქუთაისისისა და თბილისის აეროპორტებიდან ერთი და იგივე მანძილია. ჩვენ ამ პროექტებითაც ვეხმარებით კერძო ბიზნესს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბორჯომის ქუჩებშიც გაისეირნა, რეაბილიტირებული პარკიც დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობასა და დამსვენებლებსაც შეხვდა და მათთან საუბრისას, ყურადღება კურორტის ახალ შესაძლებლობებზე გაამახვილა.

„მიხარია, რომ აქ ბევრი ხალხი ჩამოდის, რომელიც ჩვენი აფხაზეთიდან არის წარმომავლობით. მომავალ წელს კიდევ ხუთი ახალი სასტუმრო გაიხსნება. ეს   ჯერ დასაწყისია. ახლა უკვე ლაზიკას მშენებლობა დავიწყეთ. სამეგრელოში ვაკეთებთ სქურსა და ლებარდეს... ახლა რომ არ აღგვედგინა, 5-6 წელიწადში თაობა, რომელმაც იცის  ბორჯომი, წყალტუბო, ვეღარც ივლიდა აქ და ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება. პარკიც საოცრად გალამაზდა - ბორჯომში აღარ იყო არც ერთი მოსასვენებელი ადგილი, ახლა კი ყველაფერი კეთდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)