Google+

სიახლეები

23.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი ჭიათურას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჭიათურას პირველ ლედისთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად ესტუმრა და სოფელ სვერში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ  ბოლო პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ჭიათურამდე მისასვლელი გზა სრულად შეკეთდება, ხოლო სექტემბერში სოფელს განახლებული სკოლა ექნება. ქვეყნის პირველი პირი, პროგრამის „წყალი ყველა სოფელს“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას წყალსადენის სისტემის უზრუნველყოფას დაპირდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანა ყველა მაჩვენებლით წინ მიიწევს და ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, რომ ამ წინსვლამ ყველა ოჯახში შეაღწიოს.

„საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მივიდეს თითოეულ ოჯახამდე. ხშირად დავდივარ საქართველოს სოფლებში და კარგად ვიცი, რომ ბევრი ადამიანისთვის არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ ქვეყანა, მთლიანობაში, ყველა მაჩვენებლით წინ მიდის და ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ამ წინსვლამ თითოეული სოფლის ორღობეში, თითოეულ სკოლაში, თითოეულ ოჯახში, თითოეულ პატარა ქალაქსა და უბანში შეაღწიოს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს წინსვლა. ჩვენ თითქოს მთის ვიწრო გზაზე მივდივართ, რომლის ორივე მხარეს უფსკრულია. დაახლოებით, ასეთი გზაა ჭიათურიდან ცხუკვეთისკენ. იმ გზაზე უკან დაქანება, მარჯვნივ ან მარცხნივ ფეხის გადაცდომა უფსკრულში გადაჩეხვას  ნიშნავს. ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი პესპექტივა ნამდვილად არ მინდა - უფსკრულიდან ვეღარ ამოდიან. ჩვენ სურვილია, რომ ნებისმიერი სირთულის გზაზე, როგორი მოსახვევებიც არ უნდა შეგვხვდეს წინ, როგორი აღმართებიც არ უნდა იყოს, მაინც უნდა გავაგრძელოთ გზა და დანიშნულების ადგილამდე მივიდეთ, სადაც საქართველოს თითოეული ოჯახს ნორმალური ცხოვრება ელოდება. ყველა ჭიათურელს ახსოვს, ალბათ, როგორი ვითარება, როგორი  კორუფცია და კრიმინალი იყო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი მოცემულობაა და თავისთავად ქრება, ძალიან შეცმდარა. ყველაფერს ყოველდღიური შრომით, ბრძოლით, უამრავი მტრის გაჩენით მივაღწიეთ; ყოველივე ეს იმის შედეგია, რომ ძალიან ჯიუტები აღმოვჩნდით და არც ერთი ნაბიჯით არ დავიხიეთ უკან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)