Google+

სიახლეები

26.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბისეკის სამიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მიხეილ სააკაშვილი პირისპირ შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა, რომ განვითარების თვალსაზრისით, საქართველო კარგი მაგალითია მისი ქვეყნისთვის.

„ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენთან შედარებით თქვენ ბევრად მეტი გამოცდილება გაქვთ. ვიცი, რომ საქართველოში ბევრი რეფორმა გატარდა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. საქართველო ჩვენს ქვეყანაზე წარმატებულია, მომავალში სხვადასხვა დელეგაციებით ჩამოვალთ თქვენთან. ჩვენს ქვეყნებს ერთი რამ გვაერთიანებს - ევროპისკენ სწრაფვა, ამიტომ, მოლდოვისთვის ქართული რეფორმებისა და გამოცდილების გაზიარება ძალზე მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, თქვენი რჩევები ჩვენ დიდ დახმარებას გაგვიწევს“, - განაცხადა ნიკოლა ტიმოფტიმ მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას.

ქვეყნის პირველმა პირმა ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებაც.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი დღესვე უკრაინის პირველ ვიცეპრემიერსაც შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მიხეილ სააკაშვილმა და ვალერი ხოროშკოვსკიმ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მეტი ეკონომიკური პროექტები უნდა განხორციელდეს.  

„უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდეს. ვფიქრობ, ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისათვის. აუცილებელია სავაჭრო ტვირთბრუნვის გაზრდაც“, -  აღნიშნა ვალერი ხოროშკოვსკიმ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)