Google+

სიახლეები

27.04.2012
მიხეილ სააკაშვილი: "მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფოს ლიდერმა გუშინ განაცხადა, რომ მოსწონს ქართული რეფორმები, მაგრამ მათი განხორციელება არ შეუძლიათ"

„ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-6 საერთაშორისო ოლიმპიადის“ მონაწილეებთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა მცდელობისა და პროვოკაციის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ძველ დროში დაბრუნებას ვეღარავინ მოახერხებს. მისი თქმით, მათ, ვისაც ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ, ამის არავითარი შანსი არ აქვს, რადგან ქართული საზოგადოების განწყობა და მოთხოვნები აღარ შეესაბამება მათ მოძველებულ მენტალიტეტს.  

„ტერიტორიულად, მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფოს ლიდერმა გუშინ განაცხადა, რომ მოსწონს ქართული რეფორმები, მაგრამ მათი განხორციელება არ შეუძლიათ. მან  სხვადასხვა მიზეზები დაასახელა, თუ რატომ არ შეუძლიათ ქართული რეფორმების განხორციელება - ქვეყნის ზომა, რაოდენობა და ა.შ. რამდენადაც ცდილობდა, რომ   საქართველო დაემცირებინა, იმდენად საპირისპირო გამოსდიოდა - საქართველომ შეძლო წარმოუდგენელი რამ, ხოლო მათ ეს არ შეუძლიათ. ეს მათ არ ძალუძთ არა იმიტომ, რომ დიდი ქვეყანაა, არამედ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური ელიტა ძველ სისტემაშია ჩარჩენილი - მენტალიტეტი აქვთ ძველი. საქართველომ კი ეს შეძლო, რადგან მთლიანად გამოცვალა პოლიტიკური კლასისა და ელიტის მენტალიტეტი. საქართველოში ფუნდამენტურად გამოიცვალა საზოგადოების განწყობა და საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ჩვენ დსთ-დან გამოვედით არა მარტო როგორც ორგანიზაციიდან, არამედ საბჭოთადროინდელი კულტურული, საგანმანათლებო, მათ შორის, სამეცნიერო, პოლიტიკური და სხვა მენტალური გავლენისგან. აი, ეს არის საქართველოს მთავარი მიღწევა. ის ხალხი, ვისაც ძველი მენტალიტეტი აქვს, ვერასოდეს ვეღარ მოიპოვებს საზოგადოების მხარდაჭერას. საზოგადოება მათ არ წაყვება, რადგან ამისთვის მათ ძალიან დაბალი დონე აქვთ. აი, ეს არის განსხვავავება რა შეძლო საქართველომ; აი, რატომ არის შესაძლებელი, რომ  საქართველოს ამ  წარმატებას, საფუძველს, რომელიც ჩვენ შევქმენით, დააშენოს პრინციპულად, მთლიანად ახალი სახელმწიფო აპარატი - აპარატი, რომელსაც ახალი მენტალიტეტი აქვს, არაკორუმპირებულია და ყველაზე სწრაფი ბიუროკრატიული პროცედურებით გამოირჩევა მსოფლიოში; დანაშაულის ძალიან დაბალი დონით, საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გახდა, ქართველი ხალხი კი,  იმის მიუხედავად, რომ სხადასხვა ეპოქის დამპყრობლები ქმნიდნენ სტერეოტიპს და გვინერგავდნენ, რომ ვართ უქნარა და უმაქნისი ხალხი, ძალიან მშრომელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)