სიახლეები
25.04.2012
საქართველოს პრეზიდნტმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სერჟანტ ვალერიან ხუჯაძის დაღუპვის გამო. იგი პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებული თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს ვალერიან ხუჯაძის ოჯახს და თანაუგრძნობს მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს.
სერჟანტი ხუჯაძე 31 ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.