Google+

სიახლეები

20.03.2012
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

„ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნოვრუზ ბაირამი  ჩემთვის  ისეთივე  ახლობელი და ძვირფასია, როგორც ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული საქართველოში. ამ დღეს მეც თქვენთან ერთად ვხარობ და იმედის თვალით შევყურებ ჩვენი სამშობლოს მომავალს. ნოვრუზობა ოჯახური დღესასწაულია და მეც, როგორც თქვენი ოჯახის წევრი, ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დადგომას უკავშირდება.

ვამაყობ, რომ ჩვენ ვქმნით საქართველოს ერთიან სახელმწიფოს, რომელშიც ყველა კულტურის, აღმსარებლობისა და ეთნოსის წარმომადგენელი თავს მის სრულფასოვან შვილად გრძნობს. ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას და ყოველი ჩვენგანი მზადაა მისთვის თავი გაწიროს. შემთხვევითი არ არის, რომ ამ დღესასწაულის შესახებ საქართველოს ყველაზე დიდ წიგნში,  „ვეფხისტყაოსანშიც“ არის აღწერილი.

ეს დღე ძვირფასია არა მარტო საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, არამედ მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციისათვის.  21 მარტი იუნესკოს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღესასწაულად და კულტურულ მონაპოვრად გამოაცხადა.

გულწრფელად გილოცავთ ამ საერთო ეროვნულ დღესასწაულს და თითოეულ თქვენგანს წარმატებებს, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ“.   

პატივისცემით,
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)