Google+

სიახლეები

18.03.2012
პრეზიდენტი ვაზიანის ბაზაზე სამხედრო სწავლებას „Agile Spirit”დაესწრო

მიხეილ სააკაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აშშ საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლებაs „Agile Spirit“ დაესწრო. სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან ერთად, შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი იღებს მონაწილეობას. ყოველწლიური სამხედრო წვრთნა „Agile Spirit“ აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. ამ პროგრამით საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ემზადებიან. პრეზიდენტთან ერთად, წვრთნებს თავდაცვის მინისტრი, ამერიკელი ინსტრუქტორები და შავი ზღვის როტაციული ძალების მეთაური საქართველოში ვიცე-პოლკოვნიკი რეკ ქოუდსი ესწრებოდა.

ქვეყნის მთავარსარდალმა წვრთნების დასრულებისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება „Agile Spirit“ ფარგლებში მიმდინარე წვრთნების მნიშვნელობაზე და იმ გამოცდილებაზე, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით იძენენ.
 
,,აქ, ამ პირობებში კიდევ 400 ქართველი ჯარისკაცი გაიწვრთნა  მსოფლიოს საუკეთესო ჯართან და საუკეთესო შენაერთთან ერთად. ეს გამოცდილება მხოლოდ ახლა კი არ გამოგვადგება, ეს ათწლეულების განმავლობაში დარჩება ჩვენს საბრძოლო ტრადიციაში. ყოველ ასეთ ვარჯიშს, ყოველ ასეთ ურთიერთობას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისევე, როგორც იმას, რომ რამდენიმე ათასმა ჩვენმა ჯარისკაცმა გაიარა ავღანეთის სკოლა. თუ ჯარს არ აქვს საბრძოლო გამოცდილება, თან ისეთ რეგიონში, როგორიც ჩვენ გვაქვს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენთვის ავღანეთში ყოფნა და იქ გაღებული მსხვერპლი, მას ჩალის ფასი აქვს. ჯარს უნდა ჰქონდეს საბრძოლო გამოცდილება და საბრძოლო ვითარებაში ყოფნის გარკვეული სტაჟი მაინც უნდა ჰქონდეს. ამ მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში შეიარაღებული ძალების მომზადების თვალსაზრისით, სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ. მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გამაგრების, საბრძოლო ტექნიკის წარმოების მხრივაც,მაგალითად, როგორიცაა ქართული ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი". ეს მანქანები დღევანდელ წვრთვნებშიც იღებდა მონაწილეობას. ძლიერი საბრძოლო თვისებების გარდა, ძალიან მომწონს მათი  დიზაინიც, რომლის ავტორიც არის ზვიად ციკორია - სხვათა შორის, ის ლამბორჯინის ერთ-ერთი დიზაინერიცაა. ამ მანქანას ესთეტიკაზეც კი ეტყობა რომ ქართულია... ასე რომ, ყოველგვარი ხმაურის, ტრაბახის, პიარის გარეშე, მოკრძალებული სახსრების პირობებში, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების განვითარებას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საჩვენებელი წვრთნების დასრულების შემდეგ,  ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ამერიკელმა ვიცე პოლკოვნიკმა, სიმბოლური საჩუქრის სახით, ამერიკის საზღვაო ქვეითთა დანაყოფის მაისური და კეპი გადასცა.
„Agile Spirit 2012" 10 მარტს დაიწყო და ის კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)