Google+

სიახლეები

24.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ულტრათანამედროვე საავადმყოფო სამტრედიაში გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა სამტრედიაში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფო გახსნა. მრავალპროფილიანი კლინიკა, რომელიც ულტრათანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აპარატურით არის აღჭურვილი, 35-საწოლიანია და იქ 150-მდე კვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს გაესაუბრა და მათი გადამზადების საკითხითაც დაინტერესდა. მისი განცხადებით, ექიმთა კვალიფიკაცია სრულად უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს. პრეზიდენტმა პირველი პაციენტებიც მოინახულა და აღნიშნა, რომ ამიერიდან, რიგით მოქალაქეებსაც ექნებათ შესაძლებლობა უმაღლესი დონის კლინკებში მიიღონ სამედიცინო მომსახურება.  

„ადრე თბილისში მსგავსი სამშობიარო ერთი-ორი თუ იყო, ისიც, კერძო. იმ კლინიკებში ათასში ერთ ადამიანს თუ მიესვლებოდა. ასეთი საავადმყოფო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსად არ არის. ყველგან ძველი საავადმყოფოებია და მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო თუ იქნება მილიარდელების მიერ გარემონტებული, რომლითაც სარგებლობა მხოლოდ მთავრობის წევრებს შეუძლიათ. ჩვენ მთლიანად შემოვატრიალეთ ფსიქოლოგია. ახლა ყველა დაიძვრება იმისათვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა შეისწავლოს, როგორც ეს სხვა დარგების შემთხვევაში ხდება. ჯანდაცვა ის სფეროა, რომელიც უშუალოდ არის ხალხთან შეხებაში, ამიტომ, ყველაფერთან ერთად, ამ მხრივ, ძალიან ფაქიზი მოპყრობაა საჭირო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ნელ-ნელა ადამიანები და რეგიონები თანაბარ პირობებში ექცევიან. მიხეილ სააკაშვილმა სკოლების რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ცხოვრების დონე თანდათან ყველა მიმართულებით უნდა ამაღლდეს, რათა სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ.  
„ნელ-ნელა შემოდის თანასწორობა: თანასწორობა რეგიონებს შორის, თანასწორობა რაიონებს შორის და თანასწორობა ადამიანებს შორის. ახლა ყველას შეუძლია მიიღოს ისეთივე მომსახურება, როგორიც ადრე მხოლოდ მილიონერისა და მილიარდელის პრივილეგია იყო. ნიგორზღვიდან ჩამოდის ქალი და მშობიარობს ისეთ საავადმყოფოში, როგორიც ჰოლანდიასა და შვეციაში მინახავს. ეს საავადმყოფო მხოლოდ მათთვის არ არის განკუთვნილი, ვისაც ანგარიშზე ბევრი ფული აქვს - აქ ყველა იმკურნალებს, მათ შორის ისინიც, ვისაც სადაზღვევო პოლისით სარგებლობს. მსგავსი კლინიკები იმისთვის იხსნება, რომ მოქნილი სისტემა გაკეთდეს და აქ სამკურნალოდ ყველას მიუწვდებოდეს ხელი. ჩვენს ბავშვებს სკოლებში საკლასო ოთახები ისე უნდა მოვუწყოთ, რომ გაჭირვების მიუხედავად, სულ სხვა განწყობით გამოვიდნენ იქიდან. სამტრედიაში ბევრად მეტია გასაკეთებელი, მაგრამ სხვადასხვა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა  ცხოვრების დონე თანდათან ავამაღლოთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 
ულტრათანამედროვე საავადმყოფო სამტრედიაში სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგმა“ ააშენა, რომლისთისაც 5,5-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)