Google+

სიახლეები

29.11.2011
საქართველოს პრეზიდენტი სომეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მიიღო. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა ორმხრივი რეგიონალური ურთიერთობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ორ მეზობელ ქვეყანას შორის უახლოეს მომავალში განხორციელდება.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პირველი პირების ხელმძღვანელობით,  მხარეები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ. პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება და მზადყოფნა გამოთქვეს, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებსა და ორმხრივი პროექტების განხორციელების მხრივ. ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობამ ახალი დინამიკა შეიძინა, როგორც სახელისუფლებო დონეზე, ისე ორ მეგობარ ერს შორის.  

შეხვედრის დასასრულს, სამთავრობო დელეგაციებს შორის გაფორმდა შეთანხმებები საგარეო, ეკონომიკის და სასაზღვრო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

სერჟ და რიტა სარგსიანები საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში საქართველოს-სომხეთის ბიზნესფორუმსაც დაესწრება.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)