სიახლეები
29.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ლატავრა ფოჩიანის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უბადლო მოცეკვავისა და შემოქმედის ლატავრა ფოჩიანის გარდაცვალების გამო. მიხეილ სააკაშვილი თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.
„ქალბატონი ლატავრა ქართული ცეკვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო. ხალხური ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. განუმეორებელი ნიჭით, სილამაზითა და სიყვარულით შესრულებული მისი ყოველი ცეკვა სამუდამოდ დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში“, - აღნიშნაულია სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ლატავრა ფოჩიანის ოჯახს გაუგზავნა.