სიახლეები
30.09.2011
ვარშავაში მიხეილ სააკაშვილმა ევროპელ ლიდერებთან გამართა შეხვედრები
საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები, ასევე, შვედეთის, უნგრეთის, მალტის, ბელგიისა და ფინეთის პირველ პირებთან გამართა. შეხვედრებისას, საუბრის მთავარი თემა ამ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხი იყო. ევროპელი ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება ძალზე მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირის ქვეყნებისთვის.
ამას გარდა, საქართველოს პირველმა პირმა ადგილობრივი მასმედიის რამდენიმე წარმომადგენელს მისცა ინტერვიუ.