სიახლეები
29.07.2011
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო, სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და თანაუგრძნობს უკრაინის მთავრობასა და ხალხს.
ლუგანსკის ოლქში უბედური შემთხვევის ადგილზე 28 მაღაროელი იმყოფებოდა, რომელთაგან 16 ადამიანი გარდაიცვალა.