Google+

სიახლეები

22.07.2011
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს შორის დღეს პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური თემები განიხილეს, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა ისიც, რომ უსაფრთხოების საკითხებში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში აუცილებელია ევროკავშირის როლის გააქტიურება. საუბრისას, ასევე, ყურადღება გაამახვილეს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობის თაობაზეც. საუბარი შეეხო იმ რეფორმებსაც, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა შტეფან ფულეს ზღვისპირა ქალაქი დაათვალიერებინა. აჭარის სანაპირო ზოლს მათ „სესნას"ტიპის თვითმფრინავიდან გადმოხედეს, რომელსაც პრეზიდენტი თავად მართავდა. ბათუმის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო, რომელთა განხოეციელებაც აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში იგეგმება.

შტეფან ფულე საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)