Google+

სიახლეები

24.05.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის თაობაზე ისაუბრა.  მისი თქმით, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც მთელი რიგი შეხვედრები გაიმართა უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პრეზიდენტმა კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა.  მიხეილ სააკაშვილი ასევე შეხვდა უნგრელ ბიზნესმენებს, რომელთა ინტერესი საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი იყო.   

შეხვედრები გაიმართა უნგრეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ შეხვდნენ, ხოლო შემდეგ - გაფართოებული შემადგენლობით. შეხვედრები გაიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან.  

„უნდა ითქვას, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციებისკენ და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნგრეთი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. ეს ვიზიტი დიდი ხნის წინათ დაიგეგმა და უახლოეს პერიოდში საპასუხო ვიზიტით საქართველოს უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვევიან", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერი თბილისში გასულ კვირას გამართულ ღონისძიებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „დემოკრატიათა გაერთიანების საპარლამენტო ფორუმზე" მოწვეული იყვნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი ერჟი ბუზეკი, ამერიკელი კონგრესმენები და რამდენიმე ქვეყნის ყოფილი პირველი პირები. მისი თქმით, უახლეს დღეებში დაგეგმილია შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის მიშლინ კალმი რეის ოფოციალური ვიზიტი. საქართველოს ასევე ამერიკელ კონგრესმენთა კიდევ ერთი ჯგუფი ესტუმრება.     

მანანა მანჯგალაძემ ყურადღება განათლების სფეროში მიდინარე მნიშვნელოვან პროცესზეც - სკოლებში დაწყებულ საატესტატო გამოცდებზე გაამახვილა. კერძოდ მან აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი ახალი ეტაპი და განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი.

„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 45 ათასი მე-12კლასელი გამოცხადდა, რომლებიც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საკითხს, რაც, თავისთავად,  დადებითი ასპექტია. დღეს მეორე გამოცდა ტარდება და ამჯერად მოსწავლეების  ტესტირებას უხო ენაში გადიან. საგამოცდო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს და ეს ტესტირების სრულიად ახალი მოდელია. როგორი იქნება გამოცდების საბოლოო შედეგები, ეს 8-ვე საგნის ჩაბარების შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ, ფაქტია, რომ სკოლა ნელ-ნელა იბრუნებს თავის სტატუსს და სფერო, რომელიც სახელმწიფოს პრიორიტეტია, რეფორმის ახალ საფეხურს გადის", - განაცხადა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძემ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილ ღონისძიებებზეც ილაპარა. მისი თქმით, გაიმართება სამხედრო აღლუმი. ასევე გაიხსნება იუსტიციის სახლი. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ეს არის სრული რებრენდინგი. ახალი შენობა ამ უწყების განახლებულ სახედ იქცა.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)