სიახლეები
29.04.2011
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში ციკლონური შტორმით გამოწვეული ტორნადოს შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ასეულობით ადამიანი იმსხვერპლა და ათასობით უსახლკაროდ დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტი, ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობას უცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ამერიკელ ხალხს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.