Google+

სიახლეები

29.03.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემითა და საინტერესო პოლიტიკური მოვლენით დაიწყო, რომელიც  საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა. სამთავრობო საათისა და დებატების საშუალებით, საზოგადოებამ მისთვის საჭირბოროტო  საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

„მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის  გამოსვლა და ანგარიში, რომლითაც 10 პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა ქვეყნის  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თაობაზე. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო მოგვესმინა  ქვეყნის ოპოზიციის - ამ შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრება. ამ დებატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტი გახლავთ ის ორგანო, სადაც  განსხვავებული პოზიციები ვლინდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტარების წინაშე საბოლოო ანგარიშით წარდგება და  მთავრობას მიეცემა საშუალება ღიად წარმოადგინოს საკუთრი პოზიცია და ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

მთავრობის გეგმებსა და  სტარტეგიაზე საუბრისას, პრესსპიკერმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დარგზე - სოფლის მეურნეობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ცნობილია, რომ  სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის  სიმინდის უხვმოსავლიანი, ჰიბრიდული  სათესლე მასალა შემოიტანა. სიმინიდის წარმოების ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო. ფერმერებისა და გლეხების მხრივ ინტერესი საკმაოდ დიდია, რეგისტრაცია 35 ათასზე მეტმა ფიზიკურმა და  იურიდიულმა პირმა გაიარა. აღნიშნული პროცედურა აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.  ასე რომ, დაინტერსებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ როგორც ადგილობრივ  რეგიონულ  ცენტრებსა და გამგეობებს, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროს. საგულისხმოა ის, რომ იმ რეგიონების გარდა, სადაც სიმინდი ტრადიციული კულტურაა - ეს შეეხება დასავლეთ საქართველოს რეგიონებს, დარეგისტრირებულთა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა კახეთის რეგიონი, კერძოდ კი, ლაგოდეხის რაიონი. ამ პროგრამის ფარგლებში ეს ძალზე საინტერსო ახალი ტენდენციაა", - განაცხადა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძის თქმით, რეგისტარციისა და სათესლე  მასალის მიღების  დროს, მსურველი ღებულობს პროფესიულ რჩევებს კონსულტანტისგან, ასევე საბანკო შეთავაზებებს. სესხის აღების შემთხვევაში, ეს არის განსაკუთრებული პირობები.

როგორც მან აღნიშნა, საკმაოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ წარმოებული პროდუქცია - მოწეული  მოსავალი გარანტირებულად გავა ექსპორტზე,  რაც ძალიან დიდი მოტივაციაა მწარმოებლისთვის. საყურადღებოა, რომ წელს საქართველო პირველად გახდება სიმინდის ექსპორტიორი ქვეყანა. დაინტერესებულ რამდენიმე  ქვეყანას შორის არის აზერბაიჯანი და თურქეთი.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)