Google+

სიახლეები

22.03.2011
საქართველოს პრეზიდენტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კარლ ლამერსს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა. შეხვედრისას, კარლ ლამერსმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ  მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და დადებითად შეაფასა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიზნით განახორციელა. მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და ყურადღება საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილეს. როგორც კარლ ლამერსმა აღნიშნა, ამ რეფორმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიიწრაფვის. შეხვედრის მსვლელობისას, კარლ ლამერსმა ასევე  დადებითად შეაფასა კორუფციასთან ბრძოლის მეთოდები და მიღწეული შედეგები. მისი თქმით, ამ მიმართულებით წარმატება და მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშენება.  

 შეხვედრის ფარგლებში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ნატოში მიღებულ დეკლარაციებზე, რომლითაც  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, რუსეთს კი ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტის შესრულებისკენ მოუწოდებს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)