Google+

სიახლეები

17.03.2011
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს. მიხეილ სააკაშვილი კონგრესში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯინ შაჰინს შეხვდა. აგვისტოს ომთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომა სწორედ ჯინ შაჰინის ინიციატივით გაიმართა. იგი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერი პოზიციით გამოირჩეოდა. სენატორ გრემთან ერთად, იგი საქართველოს მხარდამჭერი იმ რეზოლუციის ინიციატორიცაა, რომელიც სენატმა მოამზადა.   

საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე სენატორ ჯოზეფ ლიბერმანთან გამართა შეხვედრა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ჩამოვიდა და რუსული ოკუპაცია დაგმო.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა სენატის ლიდერებთნ გაფართოებული შემადგენლობით გამართა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ: სენატის დემოკრატების ლიდერი ჰარი რეიდი, რესპუბლიკელების ლიდერი მიჩ მაკონელი, სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე კარლ ლევინი, სამხედრო კომიტეტის წამყვანი წევრები ჯონ მაკკეინი და საქსბი ჩამბლისი, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი ბენჟამინ კარდინი. შეხვედრის შემდეგ სენატორმა ჯონ მაკეინმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ განსახილველ თემებს შორის იყო როგორც დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების, ისე თავდაცვის იარაღის აუცილებლობის საკითხები.  

"ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოსთვის აუცილებელია თავდაცვის იარაღი, რათა ქვეყანას მომავალში რუსეთის თავდასხმისგან დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს. ბევრი ვისაუბრეთ ეკონომიკურ განვითარებაზეც. საქართველო  გულწრფელად  იმსახურებს  ქებას იმ წარმატებებისთვის, რომელსაც ეკონომიკური განვითრების და ჭეშმარიტი დემოკრატიის გზაზე მიაღწია. ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანის პრიორიტეტია, საქართველოს ჰქონდეს  თავადაცვის იარაღი, რომელიც მას მომავალში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ხელყოფის შემაკავებლად სჭირდება. ეს საუკეთესო საშუალებაა, რათა საქართველოს მთავრობამ და ხალხმა საკუთარი თავის დაცვა შეძლონ. ეს ჩემი მიზანია", - აღნიშნა ჯონ მაკეინმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)