Google+

სიახლეები

15.03.2011
საქართველოს პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ ვალერი ვერსკიანის დაღუპვის გამო. იგი 5 მარტს ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიჭრა და მკურნალობის მიუხედავად, გერმანიაში, ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს ვალერი ვერსკიანის ოჯახს და თანაუგრძნობს მის თანამებრძოლებს, ახლობლებსა და ნათესავებს.

კაპრალი ვალერი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში აისაფის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)