Google+

სიახლეები

25.01.2011
საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირდაპირ ეთერში ხალხის შეკითხვებს უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტმა 25 იანვარს პირველი საინფორმაციო კავკასიური პროექტის „პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს" ფარგლებში მოსახლეობის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა. შემოსული შეკითხვების უმეტესობა სოციალურ თემატიკას, შიდა და საგერეო პოლიტიკას, მიმდინარე რეფორმებსა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და  ტურიზმის განვითარების საკითხებს შეეხებოდა.  პირდაპირ ეთერში შეკითხვის დასმის შესაძლებლობა ჰქონდა სტუდიაში შეკრებილ აუდიტორიას - სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს და მასმედიის წარმომადგენლებს. სამი საათიანი ეთერის განმავლობაში ჩართვები განხორციელდა  მისაქციელიდან, მესტიიდან, აჭარიდან, მარნეულიდან. ამას გარდა პრეზიდენტს შეკითხვები უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმაც დაუსვეს. უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა  საინფორმაციო ცენტრი, სადაც ორი დღის განმავლობაში 15 ათასზე მეტი შეკითხვა შევიდა.

პრეზიდენტმა „პირველ საინფორმაციო კავკასიურს" ეთერში გასვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ იმ არხის გახსნა, რომლის მაუწყებლობა მთელ კავკასიას, პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპული ქვეყნების უმეტესობას მოიცავს, „არის უნიკალური შანსი ჩვენი ჟურნალისტიკისთვის, ჩვენი თავისუფალი სიტყვისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი კულტური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინიციატივა".  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)