Google+

სიახლეები

22.01.2011
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

ერევანში, პრეზიდენტის  სასახლეში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, შემდეგ კი დელეგაციები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სომეხ კოლეგას საზღვრების კიდევ უფრო გამჭირვალეობასა და ბიუროკრატიული ბარიერების გაუქმებაზე მუშაობის დაწყება შესთავაზა.

„ამ ვიზიტის შემდეგ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რომ ჩვენი საზღვრები გახსნილი იყოს. მანქანებმა ისე უნდა გაიარონ, რომ, პრაქტიკულად, გაჩერება არ მოუწიოთ, როგორც ეს შვეიცარიასა და საფრანგეთში ხდება. საზღვრები ისეთივე  გამჭვირვალე უნდა იყოს, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია. ხალხს არ უნდა აჩერებდნენ და  ბარიერები არ უნდა იყოს. საქართველოს მხრიდან საზღვრები შეიძლება 2 -3 წუთში გადაკვეთო, მაგარამ  ასევე უნდა იყოს თქვენი მხრიდანაც. საჭიროა ინფორმაციის გაცვლა და ერთიანი ბაზის შექმნა, რათა ეს პროცედურა ორმხრივად დაჩქარდეს. ჩვენ არ გვაქვს განსახილველი პრობლემური და რთული საკითხები და მხოლოდ სასიამოვნო თემებზე ვსაუბრობთ.  აუცილებელია, რომ გავაერთიანოთ ორი ქვეყნის ეკონომიკა და ძალა. ბიუროკრატია არ უნდა იყოს. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყნები ვართ, ამიტომ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

გამჭირვალე საზღვრებთან ერთად, საუბრის მთავრი თემა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ოფიციალურმა ერევანმა სურვილი გამოთქვა, რომ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებისა და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს გამოცდილება გაიზიაროს. ამას გარდა, საუბარი ახალ საინვესტიციო და ენერგეტიკულ პროექტებსაც შეეხო.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)