Google+

სიახლეები

15.01.2011
მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია BBC-ს ინტერვიუ მისცა

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა BBC-ს კორესპოდენტის კეტი კეის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა

იმ საპატიო სტუმრებს შორის, ვინც დღეს ცნობილ დიპლომატს პატივი მიაგო იყო მიხეილ სააკაშვილი. ის გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი. გი ახლა სტუდიაში შემოგვიერთდება.

- ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის.

რა თქმა უნდა, რიჩარდ ჰოლბრუკი დიდი ადამიანი, დიდი პიროვნება იყო. ვფიქრობ, როდესაც ამერიკელები ფირქობენ მასზე, ახსნდებათ ავღანეთი და პაკისტანი; ევროპელებს კი - ბოსნია. რა შეგიძლიათ გვითხრათ ქართველებზე, რას ნიშნავდა იგი თქვენი ქვეყნისათვის?

- რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს ის ახსოვს. იგი საოცრად მომხიბვლელი პიროვნება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე იყო, რომელსაც არათუ პირადად შევხვედრივარ, არამედ გამიგონია კიდეც.

2008 წელს, მაშინ როდესაც საქართველოს დედაქალაქი ალყაში იყო მოქცეული, რუსული ჯარი გვიახლოვდებოდა და ყველა პროგნოზი ძალიან მუქ ფერებში კეთდებოდა, მან მოახერხა და ერთ-ერთი ბოლო რეისით ჩამოფრინიდა ჩვენთან.

ჩვენთან ყოფნის დროს კი, ის დაუღალავად აძლევდა მედიის წარმოამდგენლებს ინტერვიუებს ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროების სახურავებიდან. არსებითად ის მსოფლიოს სიმართლეს ეუბნებოდა, ეუბნებოდა იმას, რაც ხდებოდა და რასაც საკუთარი თვალით ხედავდა. უფრო მეტიც, მან 2006  წელს ეს ომი იწინასწარმეტყველა კიდეც.

მახსოვს როდესაც ამბობდნენ, რომ ეს დიდი მოთამაშეების თამაშია და საქართველოს - პატარა ქვეყნის გამო, თავი არ უნდა შევიწუხოთო.

რიჩარდ ჰოლბრუკი იყო იდეალისტი და მან დაამტკიცა რომ იდეალიზმი შესაძლებელია ეფექტიანიც ყოფილიყო.

მახსოვს, როდესაც რუსული ჯარი გვიახლოვდებოდა და ხალხი გვეკითებოდა რა უნდა ექნათ, ზოგი გვაძლევდა რჩევას, რომ მთავრობას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა. ვლადიმერ პუტინმა ჩემი სხეულის გარკვეული ნაწილებით ჩამოკიდების პირობა დადო და მეც მირჩევდნენ, რომ გავრიდებოდი. მაგრამ, ამ დროს, რიჩარდი ჩემს გვერდით იდგა და ჩვენ არსად ვაპირებდით წასვლას.

ის მეუბნებოდა, რომ ბრძოლა უნდა გაგვეგრძელებინა, უნდა გვებრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რადგან ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძოდით.

- და, რამდენადაც ვიცი, თქვენ მისი სახელი ერთ-ერთ ქუჩასაც დაარქვით.

დიახ. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო და ვფიქრობ, მან ეს ნამდვილად დაიმსახურა. მისი დამსახურებაცაა, რომ ჩვენი დედაქალაქი მაშინ გადარჩა. ის ყოველთვის მეუბნობოდა რომ არსებობს კარგი და ცუდი დრო.

ომის შემდეგ, როდესაც ბევრი აცხადებდა, რომ ქვეყანა დაიღუპება და მთავრობა ჩამოიშლება, ის მეუბნებოდა, რომ ამ სტატიებისთვის ყურადღება არ მიმექცია. თუ ორი წლის პერიოდში ხალხი დაინახავს, რომ თქვენი სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკა გადარჩა, მაშინ ქვეყანაც გადარჩება და დაკარგულსაც აინაზღაურებთ. მას ჰქონდა სტრატეგიული ხედვა, რომ საბოლოოდ, ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. მას ამის რწმენა ჰქონდა.

- დღეს თქვენ ძალიან ბევრი შეხვდრა გამართეთ ვაშინგტონში. შეხვდით ფაქტობრივად ყველას, როგორც ოპოზიციური და რესპუბლიკური პარტიიდან, ისე  დემოკრატების ლიდერებს. ცერემონიის შემდეგ ისაუბრეთ პრეზიდენტ ობამასთან. მინდა გკითხოთ: რა სურს დღეს საქართველოს ამერიკისგან?

- დიახ, ძალიან სასიამოვნო შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ობამასა და ვიცე პრეზიდენტ ბაიდენთან. ჩვენ საკითხთა ფართო სპექტრი განვიხილეთ. ასევე, მე ვიყავი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელსაც კონგრესის ახალი სპიკერი ბეინერი შეხვდა. მქონდა ასევე საინტერესო შეხვედრები ორივე პოლიტიკური პარტიის, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ლიდერებთან. უპირველეს ყოვლისა მსურს აღვნიშნო, რომ ყველა პრობლემის მიუხედავად, რომელსაც ამერიკა საზღვარგარეთ აწყდება, საქართველოს საკითხი აქ კვლავ აღელვებთ. საქართველო ძალზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ქვეყანაა და ჩვენთვის აუცილებელია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიმართ ყურადღება არ მოადუნოს.

- მაგრამ ამერიკელების ყურადღება ახლა უფრო მეტად რუსეთს ეთმობა. გვახსოვს ის სირთულეები, რომელიც სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმების რატიფიკაციას მოჰყვა. გაართულებს თუ არა ეს თქვენ შემდგომ ურთიერთობებს ამერიკასთან.

- ვფიქრობ ამ ქალაქში რუსეთთან მიმართებაში არანაირი ილუზია არ არსებობს. რა თქმა უნდა, არის სურვილი რომ მნიშვნელოვან საკითხებში რუსეთიც იყოს ჩართული. ეს ჩვენთვის სრულიად ცხადია. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენს შემთხვევაში რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირებას, გვყავს 500 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი. რუსები არ აღიარებენ ჩვენს საზღვრებს, მთავრობას და უფრო მეტიც, ისინი არ აღიარებენ ცეცხლის შეყვეტის შესახებ იმ შეთანხმებას, რომელსაც თავად მოაწერეს ხელი. ყოველივე ამის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველომ შეძლო რეგიონში მოწინავე პოზიციების შენარჩუნება.

მსოფლიო ბანკმა ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად გვაღიარა და ეს გავლენას ახდენს ჩვენს რეგიონზე, რადგან ჩვენ ავტორიტარული მართვის ალტერნატიული მოდელი ვხდებით.

ამერიკა ამ საკითხში საქართველოს გვერდით დგას. იმ ორი ქვეყნიდან, რომელსაც ამერიკა ათასწლეულის გამოწვევის პროგრამით ისევ ეხმარება, ერთ-ერთი საქართველოა.  

ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ საქართველოს მნიშვნელობას - თუ საქართველო იქნება წარმატებული, ის ღირებულებები, რომლებსაც რიჩარდ ჰოლბრუკიც ატარებდა, გადარჩება. სწორედ ამ ღირებულებების გამო უყვართ ადამიანებს ამერიკა.

პრეზიდენტ ობამამ თქვა დღეს ამერიკაზე - აქ საქმე იდეებს ეხება და არა გეოგრაფიას.

- ეს იყო მიხეილ სააკაშვილი, დიდი მადლობა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)