Google+

სიახლეები

15.01.2011
საქართველოს პრეზიდენტი რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქრთველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალში, რომელიც ვაშინგტონში კენედის ცენტრში გაიმართა. ღონისძიება კენედის ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ დევიდ რუბენშტეინმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მან განსაკუთრებულად გადაუხადა მადლობა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ყველა მოწვეულ სტუმარს.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ვაშინგტონის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა, ჰოლბრუკის კოლეგები, უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები. ცერემონიაზე დასასწრაბად საგანგებოდ მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი და  20-მდე ქვეყნის უმაღლესი დონის დელეგაცია.

ვაშინგტონის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ რამდენიმე  შეხვედრა გამართა ამერიკელ სენატორებთან. მიხეილ სააკაშვილი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში რესპუბლიკელების ლიდერს რიჩარდ ლუგარს და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს კარლ ლევინს შეხვდა.

შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. განსახილველ საკითხებს შორის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა თემა იყო. მათ შორის, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)