სიახლეები
25.12.2010
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრების იუბილე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 33-ე წლისთავი მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის სულიერ მამას სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა.
პრეზიდენტთან ერთად, კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრების წლისთავი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს.