Google+

სიახლეები

07.12.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი გამართა

გასული კვირის მთავარი მოვლენების შეფასებით დაიწყო ტრადიცული ბრიფინგი საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. უპირველესად მან ასტანაში გამართულ ეუთოს სამიტზე გაამახვილა ყურადღება.   

„ნიშანდობლივი იყო  ის განცხადებები, რომლებიც  ასტანაში,  პრაქტიკულად, ყველა  სახელმწიფო ლიდერის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთდა.  ყაზახეთში კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის  მიმართ სრული მხარდაჭერა, ამას გარდა, რუსეთის  ფედერაციას ღიად მოთხოვეს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  რუსული სამხედრო ძალებისა  და შეიარაღების გაყვანა, იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელთა შესრულებაც მოსკოვმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე იკისრა. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გაცხადდა რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიცია. ამის მიუხედავად, საბოლოო დეკლარაციაში ჩაიწერა ეუთოს ურყევი პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და საზღვრების ურღვევობის თაობაზე და ეუთოს ეს უმთავრესი  პრინციპი კიდევ ერთხელ აისახა ასტანის სამიტის დასკვნით დოკუმენტში", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის პოზიცია და ევროპის პარლამენტში გაცხადებული სამშვიდობო ინიციატივა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, ასტანის სამიტზე კიდევ ერთხელ გაიმეორა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამ დღეებში  ოფიციალური წერილები გაუგზავნა  გაეროს გენერალურ  მდივანს,  ევროკავშირისა და ეუთოს ხელმძღვანელ პირებს, ნატოს გენერალურ მდივანს,  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და  ევროკომისიის პრეზიდენტს და საქართველოს სამშვიდობო  ინიციატივა  მათ წერილობით უფრო დაწვრილებით გააცნო.

მანანა მანჯგალაძე ბრიფინგზე ეკონომიკურ ინიციატივებს, კერძოდ, ეკონომიკურ კურსს და გეზ-ს შეეხო. მან აღნიშნა, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა მნიშვნელოვნად ამარტივებს განბაჟების პროცედურებს, ამცირებს ამ პროცედურასთან დაკავშირებულ დროსა და ხარჯებს. მისი თქმით, იანვარში გაიხსნება ფოთისა და ადლიის  გეზ-ები, რომელთა ამოქმედდება ახალი  კურისის შემადგენელი ნაწილია და ახალი ინფრასტრუქტურის, ახალი კადრებისა და ახალი საგადასახადო კოდექსის  საშუალებით, მიზნად ისახავს ბიზნესის სფეროში ჯერ კიდევ არსებული პრობლემების დაძლევას.

პრესსპიკერმა ყურადღება ანაკლიაში ახალი ტურისტული ზონის შექმნის ინიციატივაზე გაამახვილა.

„კიდევ ერთი ეკონომიკური ინიციატივა ანაკლიაში ახალი ტურისტული ზონის შექმნას შეეხება. კერძოდ,  სახელმწიფო ინვესტორს უფასოდ აძლევს მიწას და იღებს ვალდებულებას კომუნიკაციების შეყვანის თაობაზე,  ასევე კეთდება ახალი გზა, ამოქმედდება ანაკლია-ზუგდიდის  აეროპორტი, ანაკლიამდე მივა სამკურნალო წყლები, რომლითაც ეს რეგიონი საკმაოდ მდიდარია. ქობულეთის მსგავსად, ინვესტორი ანაკლიის ტურისტულ ზონაშიც 15 წლით თავისუფლდება გადასახადებისაგან. შეთავაზების მიხედვით კი, თუ ინვესტორი ააშენებს სასტუმროს, რომელშიც 100 ნომერზე მეტი იქნება, უფასოდ  მიიღებს   კაზინოს ფუნქციონირების ნებართვას. თუმცა სახელმწიფოს ერთი პირობა აქვს - ტურისტული  ობიექტების მშენებლობა 18 თვეში უნდა დასრულდეს", - განაცხადა პრესსპიკერმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი ეკონომიკური პროექტები შექმნის ახალ სამუშო ადგილებს და შეუქცევადს გახდის დასაქმების პროცესს.

დაბოლოს, მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს ამცნო, რომ დღეს  დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი მექსიკაში.

„მექსიკაში კლიმატის ცვლილების ყოვლისმომცველი კონვენციის მხარეთა მე-16 შეხვედრა იმართება. ეს ღონისძიება 29 ნოემბერს დაიწყო, 11 დეკემბრამდე გრძელდება და გაეროს ეგიდით იმართება. მასში 192 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და მექსიკაში 20-მდე ქვეყნის ლიდერი და მთავრობის ხელმძღვანელი ჩადის. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი ე.წ მრგვალ მაგიდას უხელმძღვანელებს. საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტისას დაგემილი აქვს სხვადასხვა შეხვედრებიც", - აღნიშნა პრესსპიკერმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)