Google+

სიახლეები

20.11.2010
მიხეილ სააკაშვილმა ლისაბონში მსოფლიო ლიდერებთან გამართა შეხვედრები

პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება და ევროსტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერა იყო ის მთავარი საკითხები, რომლებიც ლისაბონში გამართული ორმხრივი შეხვედრებისას მიხეილ სააკაშვილმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს. დღეს საღამოს საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს აბდულა გიულს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა იყო, ასევე, პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობის მიზნით ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის მექანიზმების გამარტივების  საკითხი. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა  განსაკუთრებით აღნიშნა ბათუმში ბოლო დროს მიმდინარე აღმშენებლობითი პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს, თურქეთის ბაზარზე ქართული ღვინის დასამკვიდრებლად ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის შესაძლებლობა.

მოგვიანებით, საქართველოს პირველი პირი ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პეტერ ნეჩას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელიც ნატოს სტრატეგიულ დოკუმენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით გამოხატა.  ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კიდევ ერთხელ აღუთქვა სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.

სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება იყო ის  მთავარი თემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან  ჯულია გილარდთან შეხვედრისას განიხილა.    




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)