Google+

სიახლეები

27.10.2010
საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაროკოს დედაქალაქ მარაკეშში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, რომელსაც 62 ქვეყნის ათასზე მეტი ბიზნესმენი ესწრება. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრები გამართა მსოფლიოს წამყვან ბიზნესმენებთან და სახელმწიფო მოღვაწეებთან რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. მსოფლიო ლიდერებისადმი მიმართვაში მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ინვესტორებისთვის მომხიბლავ გარემოზე. რამდენიმე სხვა საკონფერენციო პანელზე განხილვის თემა საქართველოს ეკონომიკური გამოცდილება და სოციალური ტრანსფორმაცია იყო. მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ დაადატუროს საქართველოს ამბიცია - გახდეს ინვესტიციების ცენტრი როგორც ევროპული ქვეყანა, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის გზაჯვარედინზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმია, რომელიც ახლოაღმოსავლეთსა და სამხრეთ აფრიკაში იმართება. ფორუმი სამდღიანია და ის 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)