Google+

სიახლეები

15.12.2006
საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ს ინტერვიუ მისცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს პროცესში მიხეილ სააკაშვილმა ძირითადად ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებს გასცა პასუხი. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა თავს იცავს სეპარატისტული აგრესიისგან და ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში. მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქართულ ტერიტორიებს რუსეთის ავიაცია და მძიმე ტექნიკა ბომბავს.

"საქართველოს თავს ესხმის მეზობელი ქვეყანა - რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ამჟამად სამხედროები, შეიარაღება და მძიმე ტექნიკა შემოჰყავს. ეს გადაადგილება გუშინვე დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში საქართველო იბომბებოდა სამხედრო თვითმფრინავების მიერ სამხედრო ტვიტმფრინავების მიერ. მიზანში, განსაკუთრებით, მშვიდობიანი მოსახლეობა ჰყავდათ ამოღებული. ჩვენ დაშავებულები არა მხოლოდ კონფლიქტის ზონაში, არამედ მთელ ქვეყანაში გვყავს. ჩემი ქვეყანა თავს იცავს რუსეთის აგრესიისგან. რუსული ჯარები შემოდიან ჩვენ ტერიტორიაზე და ისინი ქართველი სამხედროების წინააღმდეგ იბრძვიან. რუსეთი ახლა საქართველოს ბომბავს."


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)