სიახლეები
22.09.2010
საქართველოსა და ფინეთის პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკში დღეს ფინეთის პრეზიდენტს ტარია ჰალონენს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა წინ უძღოდა ეუთოს სამიტს, რომელიც ასტანაში დეკემბერში უნდა გაიმართოს.
ორი ქვეყნის ლიდერებმა სამომავლო ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომლის დროსაც ფინეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.