Google+

სიახლეები

21.09.2010
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა „ათასწლეულის განვითარების მიზნების" სამიტზე

ბატონო პრეზიდენტო!

ქალბატონებო და ბატონებო!

ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა მონაწილეობა მივიღო წლევანდელ „ათასწლეულის განვითარების მიზნების" სამიტზე. ათასწლეულის დეკლარაციის შედეგად, ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გზა განვლეთ. ჩვენი მივისწრაფვით ინოვაციური ფინანსური მექანიზმებისა და ადგილობრივი საკუთრების მნიშვნელობის გათავისებისკენ. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, მიმაჩნია, რომ ინოვაციის თვალსაჩინო მაგალითი ფინანსური გაერთიანებაა. ეს თავისუფლად შეიძლებოდა ქცეულიყო ბიუროკრატიიის გამოვლინებად. თუმცა, ამის ნაცვლად, ფინანსური გაერთიანება მნიშვნელოვან წარმატებად და ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღად იქცა ათასწლეულის გამოწვევების დასაძლევად.

რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი ფული გვჭირდება. ფულს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვერანაირი ფულადი დახმარება კოკნკრეტულ შედეგს ვერ მოგვიტანს თუ ადგილობრივ საკუთრებას, როგორც ძირითად იდეას, უფრო მეტ ყურადღებას არ დავუთმობთ. თუ ამ ტერმინს გავიგებთ როგორც ადგილობრივი ბიუროკრატებისთვის ფულის მიცემის გზას - ანუ მივცემთ მათ ფულს და, ამავდროულად, მისი ხარჯვის თავისუფლებას, ვიცით რაც მოხდება. მსგავსი რამ საქართველოშიც ვნახეთ და მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაშიც.  თანამდებობის პირებს ფულს აძლევდნენ აღმშენებლობისთვის, ისინი კი სამშობლოში და საზღვარგარეთ მდიდრულ ვილებს იშენებდნენ; მათ ფულს აძლევდნენ განათლებისთვის, ისინი კი საკუთარ შვილებს ევროპისა და დასავლეთის ცნობილ უნივერისიტეტებში უშვებდნენ სასწავლებლად და ხალხს არაფერი ხვდებოდა; მათ აძლევდნენ ფულს ჯანდაცვისთვის, საავადმყოფოები კი კვლავ ცუდ მდგომარეობაში რჩებოდა და ჯანდაცვა ხალხისთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

აი, როგორ ესმით ზოგიერთ ქვეყანაში ეს ტერმინი.

რეალურად, ადგილობრივი საკუთრება ნორმალურ ქვეყნებში სხვაგვარად ესმით. ის უნდა აძლიერებდეს და სტიმულს აძლევდეს  მთავრობას.

ათასწლეულის მიზანი არ არის მხოლოდ გლობალური ეთიკის ან აბსტრაქტული ფინანსური და ეკონომიკური ფილოსოფიის გამოხატულება. ის წარმოადგენს წამყვან  გლობალურ მიზანს, რომელსაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და გავლენა აქვს. გლობალური მიზნები ნოითხოვს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მყოფმა პირებმა, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა წარმატებაზე.

ქვეყანა, უბრალოდ, ვერ იქნება სტაბილური, თუ არ შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი, თუ არ გაუმჯობესდება  ჯანდაცვის და განათლების სისტემები. ვერც მსოფლიო იქნება სტაბილური და ეს ყველამ ვიცით.  საქმე მარტო ტეროროზმს არ ეხება, ეს შეეხება ტრეფიკინგის, არალეგალური ემიგრაციისა და მსგავს პრობლემებს, რომლებისგანაც კედლები ვერ დაგვიცავს. ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი კედლების აშენება. ერთხელ, შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთმა გამჭრიახმა წარმომადგენელმა თქვა: თუ ავაშენებთ 50 ფუტი სიმაღლის კედელს, ადამიანებით მოვაჭრენი 51 ფუტიან კიბეს ააშენებენო.

ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო გონივრულები, სწრაფები, მეტად ინოვაციურები და რაც ყველაზე მთავარია, ერთიანნი  ჩვენი მიზნების მისაღწევად.

და მაინც, ადგილობრივ ბიზნესზე მსჯელობისას, დილემის წინაშე ვდგებით. ეს არის ქათმისა და კვერცხის პრობლემის თანამედროვე ვერსია.

ჩვენ ვიბრძვით სიღარიბის წინაღმდეგ, მართალია, ფინანსური დახმარება სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადგილობრივ ხალხს მოითხოვს, მაგრამ ეს არაა საკმარისი - მაინც გვჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა. ამასთან, ჩვენ უნდა შევამციროთ სიღარიბე, რათა უზრუნველვყოთ ადგილობრივი პოლიტიკური სტაბილურობა.

როგორ უნდა გავარღვიოთ წრე? ეს არ არის შეუძლებელი, მაგრამ მოითხოვს მოვლენათა ნათლად დანახვას თავდადებას.

მინდა გაგიზიაროთ საქართველოს გამოცდილება, რომელიც, იმედია, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ.

2003 წლიდან საქართველომ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის მიმრთულებით, ბევრი ნაბიჯი გადადგა. უზრუნველვყავით განათლება, დასაქმება და თავშესაფარები; გავაუმჯობესეთ შობადობის მაჩვენებლი და ბავშვებზე ზრუნვა; ვებრძვით შიდსს; წარმოვადგინეთ ნაცადი პრაქტიკა, რომელიც, ვიმედოვნებ, სხვებსაც ისევე გამოადგებათ მუშაობაში, როგორც ჩვენ თქვენგან ნასწავლი ბევრი მნიშვნელოვანი რამ.

ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რომ განხორციელდეს გაეროს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მიზნები. ჩვენმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ უნდა ვიზრუნოთ ადგილობრივი ბიზნესის შესაძლებლობების განვითარებაზე.

არის ერთი ტერმინი, რომელიც კერძო ბიზნესთან პირდაპირკავშირშია. ეს არის კორუფცია, კორუფციასთან ბრძოლა და მისი დამარცხება. კორუფციასთან ბრძოლა, შესაძლოა, ათსწლეულის გამოწვევის პროგრამაში ოფიციალურად არ შედიოდეს, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ პროგრესის მისაღწევად ეს აუცილებელია. როდესაც ათასწლეულის განვითარების პროექტს ხელი ეწერებოდა, საქართველო იყო წარუმატებელი ქვეყანა, განუვითარებელი ინფრასტრუქტურით და სისტემური კორუფციით. მილიონობით ფულადი დახმარება ფაქტობრივად არაფერზე არ იხარჯებოდა - უმეტესი დროის განმავლობაში არ იყო ელექტროენერგია; პენსიები პენსიონერებამდე იშვიათად აღწევდა; განათლების შესაძლებლობა განისაზღვრებოდა არა ნიჭით, არამედ ქრთამებით; დახმარების დიდი ნაწილი ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ხმარდებოდა და არა მათ, ვისაც ეს რეალურად სჭირდებოდა.

2003 წლის ვარდების რევოლუციამ ვითარება არსებითად შეცვალა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემი მთავრობის მთავარი მიზანი გახდა. კორუფციის ძირში მოსასპობად რადიკალური, ლეგალური, სამართლებრივი და პრაქტიკული ზომები მივიღეთ. შემთხვევითი არ არის, რომ მომდევნო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში.

ჩვენ ვებრძოდით სიღარიბესა და შიმშილს როგორც პირდაპირ, ისე სამუშაო ადგილების უზრუნველყოფით. ეს ითვალისწინებდა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას, ინვესტიციების  მოსაზიდად.

ასევე განვახორციელეთ საპენსიო რეფორმა, დავადგინეთ სოციალურად დაუცველი ჯგუფები. 2003 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 42 პროცენტს აღემატებოდა, ახლა კი ის 18 პროცენტზე ნაკლებია. უკიდურესი გაჭირვება (იგულისხმება ის ადამიანები, რომელიც დღეში დოლარნახევარზე ნაკლებს ხარჯავენ) 10 პროცენტს აღწევდა, ახლა კი 6 პროცენტსაც არ აღწევს. მიღწეული პროგრესი მხოლოდ დასაწყისია და მუშაობა კვლავაც უნდა გავაგრძელოთ.

რა თქმა უნდა, როდესაც ვლაპარაკობთ პროცენტულ მაჩვენებლებზე უნდა ითქვას, რომ 6 პროცენტი ძალიან დიდი მაჩვენებელია, თუმცა 18 პროცენტი გაცილებით მეტია.

განათლების გაუმჯობესება, ათასწლეულის  ერთ-ერთი გამოწვევაა. ის ჩვენი ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთ წამყვან ელემენტს წარმოადგენს, რომელმაც ხალხი სიღარიბიდან უნდა გამოიყვანოს.

ჩვენ გავზარდეთ პირველადი განათლება 12 წლამდე, ასევე შევქმენით სპეციალური პროფესიული სკოლები, რათა უუნარო ხალხს შეძლებოდა ამ  პროგრამაში მონაწილეობა.

წარმოვადგინეთ ინგლისური ენის შემსწავლელი ამბიციური პროგრამები და მოვიწვიეთ 10 ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებელი, რათა დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ჩვენი მომავალი თაობისთვის შესაძლებლობების  კარი ღია იქნება.

ჩვენი ინიციატივაა, მომდევნო წლებში ზღვისპირა მშვენიერ ქალაქ ბათუმში დაარსდეს ახალი, მსოფლიო დონის ტექნიკური უნივერსიტეტი. ამ პროგრამაში დიდი ფულის ჩადებას ვაპირებთ, რათა შეიქმნას და იმუშაოს უნივერსიტეტმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის მსოფლიო დონის სტანდარტებს შექმნის.   

სკოლების აშენება და ფულის ჩადება ამ პროექტში საკმარისი  არ არის. ჩვენ განათლების სისტემაში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებიც უნდა ჩავრთოთ, რათა მათ საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნონ.

მე ვამაყობ, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეზე პირველი ქვეყანაა, რომლის სკოლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგა თვითმმართველობები.

2003 წლიდან საქართველო ინტენსიურად მუშაობს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაზეც. ვმუშაობთ იმაზეც, რომ მივაღწიოთ გამჭვირვალობას სადაზღვევო სისტემასა და ფარმაცევტულ ბაზრებზე.

ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან კარგი პროგრამა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მათ შორის, არის პროგრამა, რომელიც  გათვალისწინებულია ე.წ. მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის, რომელიც გულისხმობს  დაავადებულთა მკურნალობას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო კურსს, რომელიც დაავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებაში არსებული სტიგმების შემცირებას ემსახურება.

ამას გარდა ვცდილობთ ვებრძოლოთ ე.წ. მეორად დავაადებებს, როგორიცაა ტუბერკულოზი და „ბე" ჰეპატიტი. ტუბერკოლიზსთვის შექმნილმა სპეციალურმა ოთახებმა  საშუალება მოგვცა, რომ ეს დაავადება გაგვეკონტროლებინა ყოველდღიურად. წამლის მიწოდება 28%-დან 98%-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ამ და სხვა საკითხებზე სანდრა ელისაბედ რულოვსი მუშაობს. ის უძღვება პროექტებს  და ახორციელებს სხვადახვა პროგრამას. იგი ჩემი მეუღლეა, მაგრამ მუშაობს არა მხოლოდ  ხელმძღვანელად, არამედ როგორც მედდა საავადმყოფოებში პაციენტებისთვის.  ამიტომაც არის, რომ ამ თემას კარგად ვიცნობ. მომდევნო საკითხი არის შობადობა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რაც თავის თავში გულისხმობს ოჯახის დაგეგმვის პროგრამებს და ზომების მისაღებად უფრო საფუძვლიან მკურნალობას,შემდეგ კი შობადობას. ეს არის სფერო, სადაც კერძო სექტორი არის ჩართული.

ჩვენ გვჯერა, რომ ამ პრობლემების გრძელვადიან გადაჭრას ხელს შუვუწყობთ. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პირველმა მიიღო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საპილოტე კურსი. სტატიკური და ადგილობრივ მკურნალობის შედეგად შობადობა მხოლოდ 10 პროცენტი იყო, ეპიზიოტომია 69 პროცენტიდან 9,4-მდე შემცირდა, მაშინ, როდესაც შობადობა 0-დან 91პროცენტამდე გაიზარდა.

ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ რევოლუცია, როგორც კაცებმა, ისე ქალმა რეფორმატორებმა მოახდინეს. ამის შედეგად, ახლა საქართველოში მეტი შესაძლებლობაა შექმნილი ქალებისთვის, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ გენდერული თანასწორობა და წავახალისოთ ქალბატონები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ ხელს ვუწყობთ იმას, რომ მეტი ქალი იყოს პარლამენტსა და მთავრობაში.

დაბოლოს, მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა გარემოს დაცვის პროგრამაზე. ერთი გაკვეთილი, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შეუძლია საბჭოთა კავშირისგან ისწავლოს არის ის, რომ ეკონომიკური განვითარება გარემოს ხარჯზე არ მოხდეს. ჩვენი ეკონომიკური განვითარების პარალელურად, ყოველთვის ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ ეს გარემოს დაცვის გათვალისწინებით ხდება. ჩვენი ენერგოსექტორის ტრანსფორმაციას ჰიდროელექტროსადგურების ინვესტირებით მივაღწიეთ და  შედეგად, ენერგიის სუფთა, უსაფრთხო და განახლებადი წყარო მივიღეთ. გარემოს დაცვის მხრივ, ამ ეტაპზე, ერთი ძირითადი პრობლემა გვაქვს. ეს უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას, სადაც, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა არ აქვს ჩაერიოს და გარემო დაიცვას. ჩვენ ძალზე გვაშფოთებს გარემოსთვის რესურსების გადატანის გამო მიყენებული ზიანი, რომელიც სოჭში 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზებისთვის ხორცილდება. მე ვთხოვდი პარტნიორებს, დაგვეხმარონ შექმნილი ვითარების მონიტორინგში, რადგან შედეგის მისაღწევად, თავიდან უნდა ავიცილოთ ე.წ. შავი ხვრელები. დღეისათვის კი, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ასეთი შავი ხვრელებისაგან შედგება. სწორედ ამიტომ, თითოეულ თქვენგანს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სტრატეგიის მხარდაჭერას ვთხოვ. სტრატეგია ითვალისწინებს სხვადასხვა საზოგადოებრივ პროგრამას, იმ პირობებშიც კი, როდესაც ამ ტერიტორიებიდან 500 ათასი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირი გვყვავს. რეალურად, ოკუპირებული ტერიტორიები დაცლილია ხალხისგან. ჩვენ არ გვსურს, რომ იქ დარჩენილი რომელიმე მოქალაქე ამ სტრატეგიის მიღმა დარჩეს, მაგრამ მისი განხორციელება შეუძლებელი იქნება საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის გარეშე.

ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს წარმატება არ იქნებოდა იგივე, „ათასწლეული განვითარების მიზნები" პროგრამის გარეშე. ეს პროგრამა საშუალებას გვაძლევს ჩამოვაყალიბოთ მჭიდრო პარტნიორობა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ადგილობრივი დარგები უფრო ეფექტიანად გავაკონტროლოთ. საერთაშორისო ინტეგრაციის ეს ახალი მექანიზმები, ქვეყნის განვითარების ძირითადი იარაღია. ვხედავდით, საქართველოში როგორ ანადგურებდა კორუფცია ერს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვქონდა საკვების მარაგი და ასევე შესაძლებლობა - გვებრძოლა მათ წინააღმდეგ, ვინც მიიჩნევდა, რომ სიმდიდრის მოხვეჭა, მისი, როგორც ლიდერის უფლება იყო. ბევრგან ადამიანები ფიქრობენ საკუთარი თავისა და შვილების გადარჩენაზე. უკეთეს მომავალზეფიქრის დრო მათ არ რჩებათ. დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვილაპარაკოთ მათ მაგივრად, ვისაც საკუთარი უფლებების დაცვა არ შეუძლია. კორუფციასთან ბრძოლა და ადგილობრივი საკუთრების შექმნის შეგრძნება უახლოესი 5 წლის განმავლობაში ათასწლეულის განვითარების პროგრამის მთავარ გამოწვევად რჩება.

დიდი მადლობა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)