Google+

სიახლეები

31.08.2010
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული კალათბურთი აშკარად პროგრესს განიცდის, ხალხსაც იმედი ჩაესახა, თუმცა მთავარი საბოლოო გამარჯვებაა.
"მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ კალათბურთი პროგრესირებას განიცდის, ხალხს იმედი ჩაესახა. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ მოვხვდებთ ჩემპიონატზე და იქ წარმატებას მივაღწევთ. საქართველოში ინდივიდუალურ სპორტში წარმატებულები ვართ,  გუნდური თამაშები კი, გვიჭირს. ამიტომ რაგბს, კალათბურთს, ფეხბურთს და ასეთ გუნდურ თამაშებს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ქართველები მარტო ცალ-ცალკე კი არ ვართ მაგრები, არამედ ძალა ერთობაშია. კალათბურთელები ამის იმედს იძლევით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში თქვენს მაგალითზე გაიზარდოს ჯანსაღი თაობა. ავიღეთ ვალდებულება, რომ ყველა მოგებულ თამაშზე 50 ათასს ლარს მოგცემდით, ამ ვალდებულებას შევასრულებთ. მინდა ასევე გითხრათ, რომ თუ ფინალურ თამაშზე პირველ ადგილზე გავალთ, 2 მილიონ ლარს მოგცემთ. ასევე მინდა იცოდეთ, რომ თუ ლიტვაში მოხვდებით, იქ დაგხვდებათ სახლის აუდიტორია, ისეთი განწყობაა ლიტვაში, რომ შანსი უნდა გამოვიყენოთ. მომავალ წელს ვაპირებთ სერიოზული ფული ჩავდოთ სტუდენტური ლიგის შესაქმნელად, ასევე შეიქმნება  საუნივერსიტეტო ჯგუფები და ჩატარდება შეჯიბრებები. ბევრ სკოლას ეყოლება საკალათბურთო ჯგუფები. იცით ალბათ, რომ 10 სპორტის სასახლე ავაშენეთ, დარბაზების მშენებლობა გრძელდება, ჩვენი სურვილია სერიოზული სექციები შეიქმნას. ყვალაფერს გავაკეთებთ ამისათვის. სახელმწიფო არის გამთამაშებელი და თქვენ კალათში ბურთი უნდა "ჩატენოთ", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)