სიახლეები
25.06.2010
საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიის ფრანგული სკოლის ახალი შენობა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი კავკასიის ფრანგული სკოლის ახალი შენობა გახსნა. სკოლას სპორტული მოედანი და საცურაო აუზიც აქვს.
"რამდენიმე წელიწადი დაგვჭირდა იმისათვის, რომ საქართველოში აღარ ყოფილიყო სკოლები გათოშილი ბავშვებით. ეს არის ჩვენი შემდეგი ეტაპი. ყოფილ საბჭოთა სივრცეში ასეთი სკოლები პრაქტიკულად არ არსებობს. საქართველოს მართლა აქვს ძალიან მაგარი მომავალი.
დასანანია, რომ არა ვარ ხუთი წლის და შაშკინის ახალი წესებით არ შევდივარ ამ სკოალში."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.