Google+

სიახლეები

09.06.2010
საქართველოს პრეზიდენტი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა

 საქართველოს პრეზიდენტი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა.
"
საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის დემოკრატიული რეფორმების ლაბორატორია- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი სახელმწიფოს ტანკები 32 კილომეტრში იმყოფებიან საქართველოს დედაქალაქიდან, მე ჩამოვედი, რომ მოგაწოდოთ იმედის გზავნილი. ევროპულ და ევროატლანტიკურ მოდელს საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ეს მოდელია ჩვენი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის მთავარი მეგზური. თუ ჩვენი მეზობელი ქვეყანა მოგვცემს ამის განხორციელების შესაძლებლობას, სწორედ საქართველო იქნება ამ მოდელის საუკეთესო მაგალითი", _ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებმა დაადასტურა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა გატარებული რეფორმებისადმი.
"
მინდა აღვნიშნო, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რუსული ინტერვენციის შემდეგ ეს პირველი არჩევნები იყო საქართველოში. ამ არჩევნებმა დაადასტურა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა გატარებული რეფორმებისადმი. ეს პროცესი ჩატარდა გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. ცივილურობის საუკეთესო მაგალითია ის, რომ ოპოზიციაში მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა გამარჯვებულს წარმატება მიულოცა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)