Google+

სიახლეები

16.04.2010
მიხეილ სააკაშვილმა ატლანტიკურ საბჭოს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და იმ სიძნელეებზე ისაუბრა, რომლის გადალახვაც საქართველოს მოუწია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იყო შეცდომებიც, თუმცა საქართველომ გაუძლო ყველა გამოცდას და "დღეს ამ პატარა ქვეყანას აქვს საშუალება, მსოფლიოს გლობალური სირთულეების დაძლევაში მიიღოს მონაწილეობა."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპროტესტო ტალღამ ქართული დემოკრატიის განვითარებაზე დადებითად იმოქმედა.

"ჩემთვის დიდი პატივია გამოვიდე სიტყვით თქვენ წინაშე. მე ჩამოვედი ვაშინგტონში, რათა მონაწილეობა მიმეღო ბირთვული უსაფრთხოების სამიტში, რომელიც პრეზიდენტ ობამას ინიციატივით გაიმართა.

მინდა მადლობა გადავუხადო მას რეალური წინამძღოლობისთვის ამ პრობლემის მოგვარებაში. ვიზიარებ მის სულისკვეთებას, ეს სამიტი ნამდვილად იყო პირველი რეალური ნაბიჯი. საჭიროა, გავიზიაროთ საქართველოს როლი გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში. თუ კარგად გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, ასევე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ეს როლი სახეზე იქნება. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰქონდა არანაირი ავტორიტეტი. ეს იყო ქვეყანა, სადაც პოლიცია იყო კორუმპირებული და ხალხი კორუფიის შედეგებს საკუთარ თავზე განიცდიდა. ეს იყო სიბნელის ქვეყანა, სადაც დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანს ელექტროენერგია ზამთარშიც კი, დღეში 5 საათი ჰქონდა. ეს იყო ქვეყანა, რომელსაც არ შეეძლო გამკლავებოდა არც ერთ გამოწვევას, მაგრამ ჩვენი დანიშნულება სწორედ ამ პრობლემების გადალხვა გახდა.

ვარდების რევოლუცია არ იყო მხოლოდ დროშების ფრიალი. ეს იყო რეალური ცვლილებები რეალური საქმეებისთვის. წარმოუდგენელი იყო, რომ რეგიონში, სადაც კორუფცია და დანაშაულია, დემოკრატია აღორძინებულიყო. ეს იყო კოლოსალური სამუშაო იმისთვის, რომ შექმნილიყო ახალი ქართული საზოგადოება.

გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ცუდი გავლენა იქონია ჩვენს ეკონომიკაზე,თუმცა ჩვენ შენება არ შეგვიწყვეტია.

ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ ვიყოთ ლიდერები ბიზნესის კეთების თავლსაზრისით, ეს ჩვენი მიღწევაა. არსებობს იბიარდის კვლევები, სადაც საქართველოს ნიშნული რამდენიმე ათეულით წინ მიიწევს.მაშინ, როდესაც რუსეთის რეიტინგი, როგორც წესი ქვევით ეშვება.

საქართველოში არის 24 საათიანი მშენებლობა. 2005 წელს რუსეთმა გაზი გამოგვირთო. ეხლა ჩვენ თავად შეგვიძლია ენერგო რესურსების ექსპორტი მეზობელი ქვეყნებისთვის. ის სამხედრო კონფრონტაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა, მიზნად ისახავდა, ამ დანიშნულების განულებას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობას.

მინდა მადლობა გადავუხადო კონგრესმენებს, რომელთა მუშაობითაც საქართველო იღებს იმ დახმარებას, რაც რეალურ სტაბილურობას უზრუნველყობს.

მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, ეკატერინე ზღულაძე, რომელიც პოლიციასთან ერთად იცავს ქართულ ღირსებას.

ის უდგას სათავეში იმ რეფორმას, რომელთა საშუალებითაც ქართველთა 87 პროცენტი ნდობას უცხადებს პოლიციას.

დემოკრატიის განვითარება, წესრიგის დაცვას ნიშნავს.

ქალაქში იყო სრული წესრიგი მაშინაც კი, როდესაც გასულ წელს, სამი თვის განმავლობაში გადაკეტილი იყო მთავარი ქუჩა, პარალიზებული იყო მთავრობის მუშაობა მიმდინარე აქციის გამო.

მე არ შემეძლო კანცელარიაში შესვლა, რადგან ის პარალიზებული იყო სულ რაღაც 30 ადამიანის მიერ.

ვფიქრობდი,რომ დაეცადათ ამ ადამიანებს. ესეც იყო მათი უფლება.

სამი თვის შემდეგ, ამ ხალხმა მიიღო სახლში წასვლის გადაწყვეტილება. ამან ძალიან ავნო ჩვენს ეკონომიკას.

მაშინ, როდესაც რუსული ტანკები დგანან შენს დედაქლაქთან ძალიან ახლოს და მშვიდად ხვდები ასეთ პროტესტს, ეს არის განვითარების რეალური გამოხატულება. ჩვენ ვფიქრობთ, შევქმნათ სახელმიფო,როგორიც ამ რეგიონში არასოდეს გვინახავს.

მე ვარ ამაყი, რომ მართლმადიდებლურ რელიგიასთან ერთად, ჩვენ პატივს ვცემთ, სხვა კონფენსიების წარმომადგენლებს.

შემიძლია ვისაუბრო განათლების სისტემაზე,რომელიც წლების წინ ფულის მოხვეჭის სფერო იყო. ეხლა განათლებულ ახალგაზრდას,

ნამდვილად შეუძლია დაიმკვიდროს ადგილი, განათლების ახალ სისტემაში.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, ჩვენი მცდელობა სახეზეა რომ გავცეთ ჩვენი კონტრიბუცია მსოფლიო გამოწვევებისთვის, როგორიც არის ტერორიზმი, ერთობლივი ოპერაციები. ჩვენ გვჯერა ავღანეთის მისიის წარმატების.

საქართველო არის ქვეყანა, სადაც არის ეკონომიკური ბუმი, პოლიციის მაღალი ნდობა და თავისუფლების მაღალი ხარისხი.

ეს არის რეალური ფასეულობების მქონე ქვეყანა, რომელიც განაგრძობს შენებას, განვითარებას. მიმაჩნია, რომ საქართველო არის ერთადერთი პოსტსაბჭოური ქვეყანა, რომელმაც მოახერხა საფუძვლიანად ამოეძირკვა ყველაფერი საბჭოური მისი ცხოვრებიდან. ეს ცვლილებები არ ხდება მხოლოდ ჩემი საპრეზიდენტო ვადისთვის, ეს არის ცვლილება, რომელიც სამუდამოდ შეცვლის ყველა ქართველის ცხოვრებას. საქართველო აგრძელებს განვითარებას და ის არასოდეს დაუბრუნდება ძველ ნიშნულს, ის არასოდეს დანებდება". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტიმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)